ჰენრი ფორდის მოსაზრებები…
1. „ვიცი, რომ ომებს არ შეუძლიათ ბოლო მოუღონ ომს, ისევე, როგორც არაჩვეულებრივად ძლიერი ხანძარი ვერ მოსპობს ხანძრის საფრთხეს. მე ომის თითოეული მოწინააღმდეგის მოვალეობად მიმაჩნია წინააღმდეგობა გაუწიოს ომს მანამ, სანამ ომი არ გამოცხადებულა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „მე ვერ შევძელი ამომეხსნა მსოფლიო ომის ვერც ერთი პატიოსანი და სერიოზული მიზეზი”.
* * *
3. „ყოველ რასას თავისი განსაკუთრებული ბუნებრივი ნიჭი ახასიათებს: ერთს – ბატონობის უნარი, მეორეს – კოლონიზატორობის, მესამეს – ზღვაოსნობის, მეოთხეს – მუსიკის, მეხუთეს – უნარი სოფლის მეურნეობის წარმართვისა, მეექვეს – საქმიანი სფეროს ნიჭი და ასე შემდეგ. ლინკოლნმა ერთხელ თქვა, რომ ჩვენს ხალხს აღარ შეუძლია არსებობა, ვინაიდან თავისუფალი მონებისაგან შედგებაო. ასევე ადამიანური რასაც სამუდამოდ ვერ იქნება ექსპლოატატორი და ექსპოატატორებისაგან შემდგარი. ეს არასაიმედო მდგომარეობა იქნება მანამ, სანამ ჩვენ ერთდროულად არ გავხდებით გამყიდველები და მყიდველები, მწარმოებლები და მომხმარებლები, რომლებიც ამ წონასწორობას შევინარჩუნებთ არა მოგებისათვის, არამედ ურთიერთსამსახურისათვის”.
* * *
4. „არ უნდა დავივიწყოთ, რომ ომი ხელოვნური ბოროტებაა”.
* * *
5. „ომები არანაკლებ ფულის ორგიას წარმოადგენენ, ვიდრე სისხლის ორგიაა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ამქვეყნად ბევრად უფრო მეტია დანებებული ადამიანი, ვიდრე დამარცხებული”.
* * *
7. „ყოველი საქმე, რომელიც სრულყოფილების ღირსია, ადამიანებისათვის დახმარების მიზნით წამოიწყება ხოლმე”.
* * *
8. „კაპიტალი, რომელიც მუდმივად ახალ და საუკეთესო სამუშაოს არ ქმნის, ქვიშაზე უფრო უსარგებლოა, კაპიტალი, რომელიც ნიადაგ არ აუმჯობესებს მშრომელების ყოველდღიურ საცხოვრებელ პირობებს და არ ადგენს შრომის სამართლიან ანაზღაურებას – არ ასრულებს თავის უმტავრეს ამოცანას. კაპიტალის მთავარი მიზანი, რაც შეიძლება მეტი ფულის მოხვეჭა კი არაა, არამედ იმის მიღწევა, რომ ფულს ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ მივყავდეთ”.
* * *
9. „ჭეშმარიტი და სასურველი არასოდეს არის მიუღწეველი. ამისათვის მხოლოდ ცოტაოდენი ერთობლივი მუშაობაა საჭირო, მხოლოდ ცოტა ნაკლები სიხარბე და პატივმოყვარეობა და ცოტა უფრო მეტი პატივისცემა ცხოვრებისადმი”.
* * *
10. „მომჭირნეობა ნახევრადცოცხალი ადამიანების საყვარელი წესია”. – (ავტორი გენია.ჯი)