სეპუკუ – “ეპიზოდი”
რადგანაც იაპონურ ენაში სიტყვა – “ჰარაკირი” კოლოქვიალურ და ვულგარულ სიტყვად განიხილება,აღნიშნული სიტყვის ნაცვლად,მუცლის გამოფატვრის იაპონური თვითმკვლელობის რიტუალს - “სეპუკუდ” მოვიხსენიებ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი იაპონელი სამურაები თავიანთი ღირსების დაცვისა და შენარჩუნებისათვის – სეპუკუს ანუ მუცლის-ჭრის რიტუალს აღასრულებდნენ.ძენ-ბუდიზმის მიმდევრები მიიჩნევდნენ,რომ ადამიანის სულის საცავი მისსავე მუცელში იმყოფებოდა, და სწორედ ამიტომ ანიჭებდნენ ისინი უპირატესობას მუცლის-ჭრით სუიციდს.ეს უძველესი იაპონური თვითმკვლელობის ტრადიცია ქვეყნის ხელისუფლებამ “ამომავალი მზის” ქვეყანაში მხოლოდ 1968 წელს აკრძალა ოფიციალურად.თუმცა მანამ აკრძალავდა,სეპუკუს საშინელ რიტუალს არა მხოლოდ იაპონელი მამაკაცები,არამედ მანდილოსნებიც კი აღასრულებდნენ.ასეთ მეთოდს თვითმკვლელობისა,იაპონელი მანდილოსნები ძირითადად მეუღლის გარდაცვალებისა და რაიმე მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მიმართავდნენ.მაგრამ მამაკაცი სამურაისაგან განსხვავებით (გამოიყენებდა “ტაჩიდ” წოდებულ გრძელ ხმალს),სუსტი სქესის წარმომადგენელი სეპუკუს ჩასატარებლად იმ მოკლე დანას გამოიყენებდა,რომელიც მას მამამ მაშინ აჩუქა,როდესაც სრულწლოვანები გახდა,ან ქმარმა გადასცა ქორწინების დღეს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ იაპონელი მანდილოსნების უმეტესობა,რომელთაც სეპუკუს რიტუალის აღსრულებისას ფეხები თოკით ჰქონდათ შეკრული,ან ყელის გამოჭრით,ან კიდევ გულში დანის ჩაცემით ეთხოვებოდა წუთისოფელს. (ავტორი გენია.ჯი)