მურმან ლებანიძე – “გვიყვარს ახალგაზრდობა..”

გვიყვარს ახალგაზრდობა,

თავს დაზრუნავთ,ვაკვდებით:

ჩვენ – ზემოდან დავცქერით,

ის ქვემოდან – აგდებით…

* * *

ცოტა გვაღიზიანებს,

მაგრამ მაინც ვმაღლდებით:

ჩვენ – ზემოდან დავყურებთ,

ის – ქვემოდან,აგდებით…

* * *

არა,ხომ არ დავფიქრდეთ, -

რა ხდება და რა ვხდებით:

ჩვენ – ზემოდან დავცქერით,

ის – ქვემოდან,აგდებით…

* * *

ნუ შედრკებით,კარგებო!

სავარძლებით,ტახტებით!

ჩვენ ზემოდან გიყურებთ,

თქვენ – ქვემოდან,აგდებით…

* * *

ზოგში ჩვენ ვართ მტყუანი,

ზოგში ჩვენსას ჩახვდებით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>