ვიქტორიანო უერტა – “ეპიზოდი”
ხოსე ვიქტორიანო უერტა ორტეგამ (1850-1916 წლები) მექსიკაში ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩის – ჰენრი ლეიონის უშუალო მხარდაჭერით, 1913 წლის 18 თებერვალს მექსიკის შეერთებულ შტატებში “ტრაგიკული დეკადის” სახელით ცნობილი სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა,რასაც დემოკრატიული გზით არჩეული ეგზომ პოპულარული პრეზიდენტის – ფრანსისკო იგნასიო მადეროს დახვრეტა მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის ხელისუფლებაში მოსული ორტეგა დროებით პრეზიდენტად დაინიშნა,რის შემდეგაც მან ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა და ქვეყანაში დიქტატორული რეჟიმი დაამყარა.აღნიშნულ პიროვნებაზე თქვენი ყურადღება იმიტომ გავამახვილე,რომ თუკი თანამედროვე ბოლივიის პრეზიდენტი – ევო მორალესი კოკას ფოთლების ღეჭვის დიდი მოყვარული გახლავთ,უერტა ალკოჰოლისა და განსაკუთრებით,მარიხუანას ფანატიკური მოტრფიალე იყო.ორტეგას მარიხუანასადმი გატაცება მექსიკელმა ხალხმა ესპანურ ენაზე დაწერილ პოპულარულ ხალხურ სიმღერაში – “კუკარაჩაში”-ც კი დააფიქსირეს (ესპანური ენიდან თარგმანით კუკარაჩა ტარაკანას აღნიშნავს). – (ავტორი გენია.ჯი)