როგორ იძია შური ინდოელმა მაჰარაჯამ “როლს-როისზე”?!
1930-იან წლებში ბრიტანეთში ტურისტად მყოფი ერთ-ერთი უმდიდრესი ინდოელი მაჰარაჯა (ინდოეთში მთავრის უმაღლესი ტიტული) – ჯაი სინგჰ პრაბჰაკარი (1882-1937 წლები),ლონდონში განთავსებული ავტომობილების მწარმოებელი ლეგენდარული ბრიტანული კომპანიის – “Rolls-Royse”-ს პავილიონს ეწვია. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა,რომელიც ვერ გაერკვა თუ ვინ იდგა მის წინაშე,მაჰარაჯას შენიშვნა მისცა,რომ მისი მოკრძალებული ჯიბე ესოდენ ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას ვერ გაწვდებოდა.აღნიშნულმა შენიშვნამ ჯაი სინგჰი ისეთ დონეზე გააბრაზა და შეურაცხყო,რომ გადაწყვიტა კომპანიის მიმართ მეტად უჩვეულო და ორიგინალური მეთოდით ეძია შური: მან უმალვე შეიძინა იმ პერიოდისათვის ”Rolls-Royse”-ს უკანასკნელი მოდელის 10 ძვირადღირებული ავტომობილი და ინდოეთში ჩაიყვანა.რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,გახლავთ ის რომ,ინგლისურ ბრენდზე განაწყენებულმა პრაბჰაკარმა ათივე ავტომობილი მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით შეიძინა და გამოიყენა კიდეც: ესოდენ ძვირადღირებული მანქანებს მისი მოსამსახურეები ნაგვის გადასაზიდად იყენებდნენ. (ავტორი გენია.ჯი)