ლუი პასტერი – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და სასიკვდილო ინფექციური ვირუსის – “ცოფის” საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების პროცესში,რომელსაც ხელმძღვანელობდა გენიალური ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი – ლუი პასტერი (1822-1895 წლები),მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით იძულებული გახდა თავისი თანამშრომლები შემდეგი სახის მეტად უცნაურ წინაპირობაზე დაეთანხმებინა: იმ შემთხვევაში,თუკი “ცოფის” საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების პროცესში რომელიმე მათგანი ამ ამაზრზენი,გადამტანი და სასიკვდილო ვირუსით დაავადდებოდა,იგი მისივე თანამშრომლებს თავში ტყვიის გასროლის შედეგად უნდა მოეკლათ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში ასეთივე ბედი ელოდა თავად ლუი პასტერსაც.საბედნიეროდ,ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავების პროცესი ისე დასრულდა,რომ არც ლუი პასტერს და არც ერთ მის თანამშრომელს ვირუსი არ შეყრია. (ავტორი გენია.ჯი)