Ford Motor Company-ს პირველი სარეკლამო სლოგანი
დიდი ამერიკელი მეწარმისა და გამომგონებლის – ჰენრი ფორდის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1903 წელს დაარსებული ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციისა და ავტომწარმოებელი კომპანიის – “Ford Motor Company”-ს პირველი სარეკლამო სლოგანი შემდეგი შინაარსის გახლდათ:
“ჩვენი მუშაობის მიზანია გამოვუშვათ ბაზარზე ავტომობილი,სპეციალურად მოწყობილი ყოველდღიური მოხმარებისათვის და ყოველდღიური საჭიროებისათვის,გამოსადეგი საქმიანი მგზავრობისათვის,დასასვენებლად,სამოგზაუროდ და საოჯახო მოხმარებისათვის.ავტომობილი,საკმაოდ სწრაფი,რათა დააკმაყოფილოს საშუალო კლიენტის მოთხოვნები,მაგრამ არ განავითაროს გიჟური სისწრაფე,რომელიც უკანასკნელ დროს,ამდენი მითქმა-მოთქმას იწვევს.ჩვენ გვსურს შევქმნათ ავტომობილი,რომელიც თავისი გამძლეობით,სიმარტივით,საიმედოობით,პრაქტიკულობით,მოხერხებულობითა და ბოლოს თავისი უკიდურესად დაბალი ფასით დაიმსახურებდა ორივე სქესისა და ყველა ასაკის ადამიანების აღიარებას.დაბალმა ფასმა უნდა შეუქმნას მას მყიდველთა მრავალათასიანი კონტიგენტი იმათი რიცხვიდან,ვისაც არ შეუძლია ან არ სურს გადაიხადოს გიჟური ფული სხვა ფირმების ავტომობილებში”. – (ავტორი გენია.ჯი)