პიბლოკტო (არქტიკული ისტერია)
პიბლოკტო – რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “არქტიკული ისტერია”,წარმოადგენს ერთობ უცნაურ და ფართოდ გავრცელებულ სინდრომს,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ არქტიკაში მაცხოვრებელ ხალხშია ფესვგადგმული,მათ შორის კუნძულ გრენლანდიაზე მაცხოვრებელ – ინუიტებში (გნელანდიელი ესკიმოსები). (ავტორი გენია.ჯი) პიბლოკტოს პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა,რომელსაც ევროპელი მკვლევარები შეესწრნენ,დაფიქსირებული იქნა 1892 წელს.აღნიშნული სინდრომის გააქტიურებისას (განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში),ადამიანები ვარდებიან საშინელ ისტერიაში (ყვირიან ისტერიულად) და ეწყებათ უწყვეტი ტირილი,რის შემდგომაც იგლეჯენ ტანისამოსს და სრულიად შიშვლები სასტიკ ყინვაში დარბიან.ამ უცნაური სინდრომის გააქტიურების დასასრულს,ისინი თოვლში წვებიან და ღრმა ძილს ეცემიან.გამოღვიძებულები კი კვლავაც ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებიან და ისე გრძნობენ თავს,თითქოს არაფერი შემთხვევიათ.პიბლოკტოს სინდრომი ძირითადად არქტიკაში მაცხოვრებელ მანდილოსნებშია გავრცელებული,რის მიზეზადაც მეცნიერები მამაკაცების მიერ მათდამი დამამცირებელ და ტირანულ მოპყრობას ასახელებენ. (ავტორი გენია.ჯი)