“ბიაკოტაი”

“ბიაკოტაი” (იაპონური ენიდან ითარგმნება როგორც “თეთრი ვეფხვის რაზმი”) – წარმოადგენდა ახალგაზრდა სამურაების ჯგუფს აიძუს საგრაფოში,რომელიც მონაწილეობას იღებდა “ბოსინის ომში” (სამოქალაქო ომი იაპონიის ფეოდალურ მთავრობასა და იაპონიის პროსაიმპერატორო ძალებს შორის 1868-1869 წლებში).ფაქტიურად “ბიაკოტაი” წარმოადგენდა აიძუს პროვინციის არმიის ერთ-ერთ დაჯგუფებას (სამურაების რაზმს) და მასში გაწევრიანებული იყვნენ 16-17 წლის სამურაების ვაჟები. (ავტორი გენია.ჯი) მათი რაოდენობა საერთო ჯამში 305 მებრძოლისაგან შედგებოდა. 1868 წლის 8 ოქტომბერს,მაშინ როდესაც სრულდებოდა ტონოგუტიჰარეს ბრძოლა,ოცი მებრძოლი “ბიატოკაის” დაჯგუფებისა,სახელწოდებით – “სიტიუ”,დაშორდა თავის ძირითად ძალებს. (ავტორი გენია.ჯი) რის შემდეგაც ისინი ავიდნენ იიმორის ქედზე,საიდანაც დაინახეს მშობლიური აიძუ-ვაკამაცუს ციხე-სიმაგრე ცეცხლის კვამლში გახვეული,რაც მარცხის მაცნედ მიიჩნიეს.შესაბამისად ჩათვალეს,რომ ქალაქთან ერთად განადგურდა მათი ოჯახებიც,რის გამოც ოცივე “ბიაკოტაის” ახალგაზრდა სამურაიმ მუცლის-ჭრა ანუ ჰარაკირი ჩაიტარა.მათგან მხოლოდ ერთადერთი გადაურჩა სიკვდილს,დანარჩენი ცხრამეტი კი დაიღუპა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ახალგაზრდა სამურაებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს,რადგან მათმა ჯარმა საბოლოო ჯამში გამარჯვებას მიაღწია.გარდა ამისა,ქალაქში ავარდნილი ცეცხლის კვამლი არ წარმოადგენდა ქალაქის საბოლოოდ დაცემას და მათი ოჯახების განადგურებას.გადარჩენილმა ახალგაზრდა სამურაიმ – იინუმა სადაკიტიმაც სხვა თანამებრძოლთა მსგავსად ჩაიტარა ჰარაკირი,თუმცა მისი ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იქნა გადარჩენილი.მოგვიანებით იმ ქედზე სადაც “ბიაკოტაის” ახალგაზრდა სამურაებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს,აღიმართა მემორიალი,რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.გმირი სამირაებზე მოგვიანებით შეიქმნა მრავალი სიმღერა და დადაიწერა მრავალი ლექსი,რომელთა ნაწილიც ამავე მემორიალურ დაფაზე იქნა აღბეჭდილი.საინტერესოა ის გარემოება,რომ ცნობილი იტალიელი ფაშისტი დიქტატორი – ბენიტო მუსოლინი,დიდად გახლდათ მოხიბლული “თეთრი ვეფხვის რაზმის” გასაოცარი ისტორიით. 1928 წელს “ამომავალი მზის” ქვეყანაში იაპონიაში,მუსოლინიმ გაგზავნა სპეციალური სვეტი უძველესი იტალიური ქალაქი პომპეიდან და იაპონიის მთავრობას სთხოვა,რომ იგი იიმორის ქედზე “ბიაკოტაის” რაზმის წევრების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალზე დაედგათ.მუსოლინის თხოვნა იაპონიის ხელისუფლებამ დიდსულოვნად დააკმაყოფილა. (ავტორი გენია.ჯი) დღევანდელ დღემდე “ბიაკოტაის” სამურაების მიერ ჩადენილი ქმედება იაპონელი ხალხისათვის თავგანწირვისა და გმირობის უნიკალურ მაგალითადაა მიჩნეული და მათ ხსოვნას ამ უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე  ქვეყანაში საკადრის პატივს მიაგებენ. 9ავტორი გენია.ჯი)

“ბიაკოტაის” მემორიალი,რომელზეც გამოსახულია ოცივე ახალგაზრდის სახელები და გვარები,რომელთაც “ხარაკირი” ჩაიდინეს