ეჟენ დელაკრუა – “ეპიზოდი”

გენიალური ფრანგი მხატვარი და გრაფიკოსი – ეჟენ დელაკრუა (1798-1863 წლები),რომელიც საკუთარ თავს – “ზარმაცს” უწოდებდა და რომელსაც თამბაქოს მოწევა სისუსტისა და აღვირახსნილობის საგნად მიაჩნდა,მიუხედავად მისი დიდებული შემოქმედებისა,გარკვეული პერიოდის განმავლობაში უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულის შესახებ იგი თავის ერთ-ერთ მეგობარს სწერდა: “არაფერი შეიძლება იყოს იმ მდგომარეობაზე უარესი,როცა არ იცი,როგორ უნდა ისადილო ხვალ; სწორედ ამ მდგომარეობაში ვარ მე”.როგორც ცნობილია,ეჟენი ფანატიკური მოტრფიალე გახლდათ დიდი ფრანგი მხატვრის – თეოდორ ჟერიკოს შემოქმედებისა,რომელიც 1824 წლის 26 იანვარს წარმოუდგენელი წვალების შემდეგ დაიღუპა ცხენიდან გადმოგდების შედეგად მიღებული ტრამვის შედეგად.მიუხედავად იმისა,რომ დელაკრუა უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა,მან მაინც შეძლო გარკვეული თანხის შეგროვება და ერთ-ერთ საჯარო ვაჭრობაზე თავისი კერპი მხატვრის – თეოდორ ჟერიკოს რამდენიმე სურათის ეტიუდი და ასლი შეიძინა.მის მიერ გაღებული თანხა კი იმ პერიოდისათვის მართლაც რომ სოლიდური გახლდათ – 957 ფრანკი.მას შემდგომ ეჟენს ჟერიკოს მიერ შექმნილი სურათები თავის სიცოცხლეში გვერდიდან აღარ მოუცილებია,სამაგიეროდ ბიუჯეტი კარგა ხნით შეერყა ასეთი მოულოდნელი ხარჯის გაღებით. (ავტორი გენია.ჯი)

თეოდორ ჟერიკო

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>