ტომას მორი – “ეპიზოდი”
1529 წელს დიდი ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე,ფილოსოფოსი და ჰუმანისტი მწერალი - ტომას მორი (1478-1535 წლები),კარდინალ უოლსის ჩამოგდების შემდგომ,ინგლისის ლორდ-კანცლერად დაინიშნა. (ავტორი გენია.ჯი) ეს კი თავის მხრივ პირველი შემთხვევა გახლდათ ისტორიაში,რადგან მანამდე ესოდენ მაღალი და საპატიო პოსტი არც ერთ ბურჟუაზიული წრის წარმომადგენელს არ ჰქონდა დაკავებული.თუმცა,ყველასდა გასაკვირად,ტომასი დიდად არ მოუხიბლავს ლორდ-კანცლერის თანამდებობას.იგი არ აპირებდა თავისი შეხედულებების შეცვლასა და მეფის მორჩილ იარაღად გახდომას.ტრადიცულ სიტყვაში,რომელიც მორმა ამ თანამდებობის მინიჭების ცერემონიალის დროს წარმოთქვა,ნათლად გამოხატა თავისი შეხედულება კანცლერის მოწოდების შესახებ:
“მე ვფიქრობ,რომ ეს სავარძელი აღსავსეა შრომითა და საფრთხით და არა პატივით.რაც უფრო მაღალია თანამდებობა,მით უფრო მძიმეა დაცემა.ეს კარგად ჩანს ჩემი წინამორბედის მაგალითიდან.რომ არ ყოფილიყო წყალობა,ჩემს ადგილს მივიჩნევდი ისეთსავე სასიამოვნო ადგილად,როგორც დამოკლესათვის იყო სასიამოვნო მის თავზე აღმართული მახვილი”.
…და ტომას მორი არც შემცდარა,რამეთუ 1535 წლის 6 ივლისს იგი ჰენრი VIII-სთან წარმოშობილ კონფლიქტს ემსხვერპლა (თავი მოჰკვეთეს). – (ავტორი გენია.ჯი)