ლაშა ბიბიჩაძე – “აღარ მინდა”
აღარ მინდა ეს ცხოვრება გატანჯული,
მუქ ფერებში არსად მოჩანს ერთი ღიაც,
აღარ მინდა გამომშრალი ნაკადული,
კალაპოტს რომ პირი გვალვით დაუღია…
* * *
აღარ მინდა გაღიმება პირფერული,
გაყოლებენ როცა ლანძღვას ზურგში,გვიან,
აღარ მინდა მე ის ოდა იმერული,
როცა სახლსაც ქრისტიანის აღარ ქვია.
* * *
აღარ მინდა ეკლესია აღდგენილი,
თუკი მრევლი თითზე ჩამოსათვლელია,
გადვიქეცით ერთმანეთის განდეგილი,
ეჰ,გვირაბში არსადაა ნათელი და…
* * *
დავიღალე,უკვე მეტი აღარ მინდა,
ჩაცმულობაც თითქმის გახდა ევროპული,
შენს სამოსზე ზრუნავს ჯორჯო არმანი და
აღარ გინდა ახალუხი ძველმოდური…
* * *
აღარ უნდათ ბავშვებს სექსის გაკვეთილი,
ხომ უყურებ დაგვავიწყდა აი ია,
წავიკითხოთ წიგნი ძველი,გაცვეთილი,
სანამ ჩვენი მომავლები დაგვიცდიან…
* * *
გამრავლდით და გამაგონეთ მენდელსონი,
თორემ უკვე ვლაპარაკობთ მოქართულოდ,
რატომაა რადიოში სულ ჯექსონი?
მომენატრა ქალაქური და ჩაკრულო…
* * *
აღარ მინდა დაგლეჯილი ეს ქვეყანა,
დაკარგული იმიერ და ამიერით,
დამანახეთ მობიბინე პურის ყანა
და მიმღერეთ ჩვენი მრავალჟამიერი…