„ნათლია” – (ეპიზოდი)
1972 წელს ამერიკელი მწერლის – მარიო პიუზოს რომანის „ნათლია”-ს მიხედვით გენიალურმა ამერიკელმა კინორეჟისორმა – ფრენსის ფორდ კოპოლამ გადაიღო ამავე სახელწოდების მქონე ბრწინვალე მხატვრული ფილმი. (ავტორი გენია.ჯი) ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში დიდ ყურადღებას იქცევს ახლადგაღვიძებული ჯონ მარლის ამაზრზენი ყვირილის ხმა მაშინ, როდესაც იგი თავის სისხლიან საწოლში მოკვეთილი ცხენის თავს აღმოაჩენს. საინტერესოა ის გარემოება, რომ თავდაპირველი ვერსიით, აღნიშნულ სცენაში რეჟისორს ცხენის თავის ფიტული უნდა გამოეყენებინა, თუმცა იმისათვის, რომ სიუჟეტისათვის მეტი სიმძაფრე შეეძინა, მან გადაწყვეტილება შეცვალა და ფიტულის ნაცვლად მარლის საწოლში ნამდვილი ცხენის მოკვეთილი თავი დაუდო. თანაც ისე, რომ მსახიობი ამის შესახებ არ გაუფრთხილებია. სწორედ ამიტომაც არის ზემოაღნიშნული სცენა ფილმში ერთ-ერთ ყველაზე რეალისტურად ასახული. (ავტორი გენია.ჯი)