რა მეთოდით ნადირობდნენ ინგლისელი კოლონიზატორები ნიანგებზე?!

ინდოეთის სუბ-კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე,ინდოეთის ოკეანეში განთავსებულ შრი-ლანკის დემოკრატიულ-სოციალისტურ რესპუბლიკაში,რომელსაც ადრეულ პერიოდებში – ცეილონის სახელით მოიხსნიებდნენ,ინგლისელი კოლონიზატორები ერთობ ამაზრზენ მეთოდს იყენებდნენ ნიანგების დასაჭერად. (ავტორი გენია.ჯი) ნიანგებზე ნადირობის მოყვარული ინგლისელები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და ღატაკი ცეილონელებისაგან მცირეწლოვან ბავშვებს მიზერულ ფასებში ყიდულობდნენ.ამის შემდგომ “დასავლური ჰუმანიზმით” სახელგანთქმული ნისლიანი ალბიონელები ნაყიდ ბავშვებს,როგორც სატყუარებს,იმ მდინარეების სიახლოვეს აბამდნენ ხეებზე,სადაც ნიანგები ბინადრობდნენ.რაღა თქმა უნდა,უმწეო მსხვერპლი დამშეულ მტაცებლებს ძალიან იზიდავდნენ და, როდესაც მისკენ გაემართებოდნენ,საფარში ჩამჯდარი მონადირეები მათ უმალვე უღებდნენ ბოლოს.თუმცა სამწუხაროდ,იყო ისეთი შემთხვევებიც,როდესაც ასეთი გაუგონარი მეთოდით ნადირობა ფატალური შედეგით დასრულებულა. 1888 წელს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ჟურნალმა გამოაქვეყნა სურათი,სადაც ასახული იყო თუ როგორ ნადირობდა “ბავშვის სატყუარათი” ინგლისელი მონადირე ნიანგზე.აღნიშნულმა ფაქტმა კუნძულზე დიდი ვნებათღელვა გამოიწვია და ინგლისელი კოლონიზატორებიც იძულებული გახდნენ,ესოდენ უმსგავსო ნადირობის წესზე ხელინ აეღოთ. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>