შარლ დუნის შესახებ…
პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ერთ-ერთი მატროსი,სახელად – შარლ დუნი დადანაშაულებული იქნა მძიმე დანაშაულში: იგი სწორედ იმ დროს არ გამოცხადდა თავის გემზე,როდესაც სპეციალურ დავალებაზე გამსვლელი ხომალდი ღია ზღვაში უნდა გასულიყო. (ავტორი გენია.ჯი) შარლი დაკავებული იქნა,რის შემდგომაც მას ბრალი დასდეს დეზერტირობაში.დეზერტირობა კი,თავის მხრივ ერთობ მკაცრ სასჯელს – ათი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა (მითუმეტეს ომის პირობებში).თუმცა ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ შარლმა თავის გასასამართლებლად ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებო არგუმენტები მოიყვანა სასამართლოზე.მან განაცხადა,რომ ზუსტად იმ დროს გამოცხადდა ხომალდზე,რა დროსაც იგი ზღვაში უნდა გასულიყო,თუმცა გემბანზე მყოფმა ეკიპაჟის სხვა წევრებმა არ აუშვეს და დაემუქრნენ,რომ თუკი დუნი გემის ბორტზე ავიდოდა – ზღვაში გადააგდებდნენ.იქვე შარლმა დეტალურად განმარტა ის მიზეზები,რის გამოც არ იქნა იგი გემის ბორტზე აშვებული.
18 წლის მანძილზე შარლ დუნი სამოქალაქო დანიშნულების მქონე ხომალდებზე მსახურობდა,ხოლო შემდგომ სამხედრო გემებზე.იმ ხნის განმავლობაში,რაც დეზერტირობაში ბრალდებული მეზღვაურად მუშაობდა,გემებმა,რომელთა ბორტებზეც დუნი იმყოფებოდა – 54-ჯერ განიცადეს კატასტროფა.ყოფილა რამდენიმე შემთხვევა,როდესაც საშინელ შტორმს ეკიპაჟის სხვა წევრებისაგან განსხვავებით,მხოლოდ და მხოლოდ შარლი გადარჩენია. (ავტიორი გენია.ჯი) სასამართლომ დაკითხა ათეულობით მოწმე,რომლებმაც სრულად დაადასტურეს მისი ჩვენებები.გარდა ამისა,დაკითხული იქნენ ის მატროსებიც,რომლებმაც შარლი გემბანზე არ აუშვეს.მათ კატეგორიულად განუცხადეს სასამართლოს,რომ დუნის მათ ხომალდზე ასვლა,აუცილებლად გამოიწვევდა გემის კატასტროფასა და მათ დაღუპვას.ლივერპულის სასამართლო დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა.მათ ან უნდა გაეთვალისწინებინათ ის ცრურწმენა,რის გამოც ბრალდებული ხომალდზე არ აუშვეს,ან არადა დუნი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაესაჯათ.ხანგრძლივი მსჯელობის შემდგომ სასამართლომ გადაწყვიტა,რომ შარლ დუნს ბრალი არ მიუძღოდა დეზერტირობაში და გაანთავისუფლეს,რადგან იგი იძულებით იქნა დატოვებული გემის ბორტსმიღმა. (ავტორი გენია.ჯი)