Statoil – “ეპიზოდი”
1972 წელს ნორვეგიის პარლამენტის – სტორთინგის (დიდი ასამბლეა) მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაფუძნებულმა უდიდესმა ნორვეგიულმა ნავთოგაზის მომპოვებელმა და მწარმოებელმა კომპანიამ - “Statoil”-მა,რომელიც სახელმწიფოს კერძო საკუთრების სტატუსის მატარებელია,ნორვეგიის ზღვაში განთავსებული ერთ-ერთი ნავთობმომპოვებელი პლატფორმის გაყიდვის გადაწყვეტიელბა მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა,რომ არა აღნიშნული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მეტად უცნაური შინაარსის მქონე განცხადება ნავთობმომპოვებელი პლატფორმის გაყიდვის შესახებ.”Statoil”-ის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხდებაში ყურადღება იმაზე კი არ იყო გამახვილებული,თუ რა რაოდენობის ნავთობს მოიპოვებდა ყოველწლიურად გასაყიდად გამოტანილი პლატფორმა,არამედ აბსოლუტურად სხვა საკითხზე.კერძოდ,განცხადებაში ეწერა: “იყიდება კარგად მოვლილი ნავთობმომპოვებელი პლატფორმა 20 საძინებლით,რომელთაგან ზღვის არაჩვეულებრივი ხედები იშლება.გარდა საძინებლებისა,პლატფორმაზე ასევე განთავსებულია საკმარისი რაოდენობის ადგილები ვერტმფრენებისთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
ნავთობისა და გაზის მომპოვებელი პლატფორმა