იცით თუ არა,რომ

1. იაპონიაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,იმ შემთხვევაში თუკი სასოწარკვეთილი ადამიანი მატარებელს ჩაუვარდება და ამ მეთოდით დაასრულებს სიცოცხლეს,რკინიგზის მმართველ კომპანიას უფლება აქვს თვითმკვლელის ოჯახის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და მისგან ის თანხა გამოითხოვოს,რაც კომპანიას ამ ამაზრზენი ფაქტის ადგილას წარმოებულ გაწმენდით სამუშაოებზე ესაჭიროება.გარდა ამისა,კომპანიას ასევე შეუძლია დაღუპულის ოჯახისაგან კომპანიის შელახული რეპუტაციისათვის კომპენსაციაც კი მოითხოვოს. – (ავტორი გენია.ჯი)

2. ცენტრალურ აზიაში მდებარე გაზითა და ნავთობით მდიდარ ქვეყანაში – თურქმენთში,ქვეყნის ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული წესის თანახმად,თითოეულ მძღოლს,რომელსაც ავტომობილი გააჩნია,ეძლევა ტალონი,რომლის საშუალებითაც ყოველთვიურად – 120 ლიტრი ბენზინის უფასოდ შეძენის პრივილეგია ენიჭება.

3. თავისი პოპულარობის ზენიტში მყოფმა დიდმა ამერიკელმა მეწარმემ,ბიზნესმენმა და მილიარდერმა – ჰენრი ფორდმა,ბრაზილიის ხელისუფლებისაგან ამაზონის ჯუნგლების სიღრმეში მდებარე 1 მილიონი ჰექტარი ის მიწა შეისყიდა,სადაც კაუჩუკის ხის უზარმაზარი პლანტაციები იყო განთავსებული.აღნიშნულ ფართობზე აგებული იქნა საკმაოდ მოზრდილი დასახლება,რომელსაც მოგვიანებით,ჰენრი ფორდის საპატივცემულოდ – “ფორდლანდია” ეწოდა.დღესდღეობით,აღნიშნული დასახლება მიტოვებული და გავერანებულია. – (ავტორი გენია.ჯი)

4. სამი სახეობის ყველაზე გონიერ ძაღლად კინოლოგებმა დიდ ბრიტანეთში XVIII საუკუნეში გამოყვანილი – “ბორდერ-კოლი”,”პუდელი” და “გერმანული ნაგაზი” დაასახელეს.

5. აშშ-ის სიდიდით მეორე ქალაქის – ლოს-ანჯელესის ოფიციალური სახელწოდება გახლავთ – პუებლო დე ნუესტრა სენიორა ლა რეინა დე ლოს ანჯელეს დე ლა პორცინკულა.ხოლო მისი შემოკლებული სახელი კი გახლავთ – “ელ-ეი”.

6. სტალინგრადის ბრძოლების მიმდინარეობისას,ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პუნქტი – რკინიგზის სადგური,წარმოებული სასტიკი ბრძოლების შედეგად ერთი დღის განმავლობაში 14-ჯერ გადავიდა გერმანელი და საბჭოთა მებრძოლების განკარგულებაში.

7. ერთ-ერთი უძვირფასესი მინერალური ქვა – ალმასი,ადამიანმა პირველად 4 000 წლის წინათ აღმოაჩინა უძველესი ინდური ციხე-სიმაგრის – გოლკონდის სიახლოევს მდებარე მდინარის ხეობაში. – (ავტორი გენია.ჯი)

8. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ყოველწლიურად,საშუალოდ,მილიონამდე აბორტის შემთხვევა ფიქსირდება.

9. მისი არსებობის ისტორიაში,დედამიწაზე ყველაზე ხალხმრავალ რაიონად – ჰონგ-კონგის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი – კოულუნის რაიონი მიიჩნევა.როგორც ცნობილი ხდება,ქალაქის ამ ყველაზე უკონტროლო რაიონში,რომელსაც “ქალაქ-ციხე-სიმაგრეს” უწოდებენ,კვადრატულ კილომეტრზე 1 255 000 ადამიანი ცხოვრობს.

10. ზღვის ცხენთავზა ყველაზე ნელად გადაადგილებადი თევზია მსოფლიო ოკეანეებისა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>