“ბეთლემის წმინდა და უდანაშაულო ყრმების ხსენების დღე” – (ეპიზოდი)
შუა საუკუნეების რიგ კათოლიკურ ევროპულ ქვეყნებში დიდი ხნის განმავლობაში ყოველი წლის 28 დეკემბერს აღნიშნავდნენ – “ბეთლემის წმინდა და უდანაშაულო ყრმების ხსენების დღეს”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული დღე წლიწადის ერთ-ერთ ყველაზე უბედურ დღედ განიხილებოდა,რადგან ბიბლიურად სწორედ 28 დეკემბერს გაჟლიტეს ისრაელის ოდიოზი მეფის – ჰეროდე I დიდის ბრძანებით ბეთლემსა და მის შემოგარენში ქვეყნიერებას ახლად მოვლენილი ყველა ყრმა,რათა ამით მოესპო ის საფრთხე,რასაც უფალი ჩვენი იესო ქრისტეს დაბადება უქადდა.შესაბამისად,ბეთლემში დაღუპული და წმინდანებად შერაცხილი ყრმები პირველები იყვნენ,რომლებიც იესო ქრისტეს მოვლინებას შეეწირნენ.შუა საუკუნეებში 28 დეკემბრის დილას ევროპელი კათოლიკეები თავიანთ მცირეწლოვან შვილებს ადრიანად აღვიძებდნენ და იმისათვის,რომ კარგად დაეხსომებინათ თუ როგორი სისასტიკით გაუსწორდნენ ოდესღაც ჰეროდეს უსისხლხორცო ჯარისკაცები სრულიად უდანაშაულო ბავშვებს – სასტიკად სცემდნენ მათ.მოგვიანებით,”ბეთლემის წმინდა და უდანაშაულო ყრმების ხსენების დღისადმი” მიძღვნილი ეს საშინელიი რიტუალი სასულიერო პირთა ძალისხმევის შედეგად გაუქმებული იქნა. (ავტორი გენია.ჯი)