თარგელია
თარგელია (ბერძნული ენიდან თარგმანით აღნიშნავს – “მოსავალს”) – წარმოადგენდა ძველ საბერძნეთში ერთობ გავრცელებულ დღესასწაულს,რომელიც აღინიშნებოდა ატიკური წლის მეთერთმეტე თვეში – თარგელიონში (ერთ-ერთი ძველბერძნული კალენდრის მიხედვით თანამედროვე მაისის დასასრული და ივნისის დასაწყისი). (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული დღესასწაული,რომელიც თავის მხრივ უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი იყო,ეწყობოდა სინათლისა და ხელოვნების ძველ ბერძნული ღმერთის – აპოლონისა და ცხოველთა მფარველი ღვათაების – არტემიდას საპატივცემულოდ.როგორც ცნობილია,აპოლონი ცხელი ზაფხულის ღმერთად განიხილებოდა და მიიჩნეოდა,რომ სწორედ მას უნდა შეეწყო ხელი ხეხილისა და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების დამწიფებისათვის.იმისათვის,რომ გვალვებს მოსავალი არ გაენადგურებინათ,ძველი ბერძნები აპოლონისაგან სხვადასხვაგვარი ფორმებით გამოითხოვდნენ შეწყალებას და იტარებდნენ ეგრეთ წოდებულ განსაწმენდელ რიტუალებს.
როგორც ადრეული ეპოქების ისტორიული წყაროები მოწმობენ,თავდაპირველად თარგელიას აღნიშვნისას,ძველი ბერძნები აპოლონსა და აფროდიტეს მსხვერპლად ორ ადამიანს - ქალსა და მამაკაცს წირავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი სახის მსხვერპლად გაღებულ ადამიანებს კი – “ერის მიერ ჩადენილი ცოდვების განმაწმენდელ მსახურებად” მოიხსენიებდნენ.გარკვეული ხნის მანძილზე,თარგელიას დღესასწაულისათვის ბერძნები სპეციალურად არჩევდნენ ორ ისეთ ადამიანს,რომლებიც განსაკუთრებული სიმახინჯით გამოირჩეოდნენ.ამის შემდგომ ხალხის ბრბო,გასაცოდავებულ და მსხვერპლად შესაწირავ პირებს რიტუალური ტანისამოსით მოსავდნენ და გენეტალიურ ადგილებში სასტიკად სცემდნენ.უმეტეს შემთხვევებში,გაუბედურებულ მსხვერპლთ – კოცონებზე ცოცხლად წვავდნენ,რის შემდეგაც მათ თავის ქალებს ზღვაში ყრიდნენ.ათენელების რწმენით,ეს ბარბაროსული მეთოდი ახალი მოსავლის აღების წინ ქალაქის ცოდვებისაგან განწმენდას უწყობდა ხელს.დროთა განმავლობაში ბერძნებმა თარგელიას დღესასწაულზე დამკვიდრებული სასტიკი ტრადიცია შეცვალეს და მას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა მიანიჭეს. (ავტორი გენია.ჯი)