ბრაზილიის სასჯელთაღსრულების სამინისტროს ინოვაციური მეთოდი…
სამხრეთ ამერიკისა და ლათინური ამერიკის რეგიონის ყველაზე დიდი ქვეყნის – ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის სასჯელთაღსრულების სამინისტროს უშუალო ინიციატივით ქვეყნის პენიტენციალურ სისტემაში მყოფი ბრაზილიელი მსჯავრდებულებისათვის ერთი მეტად მნიშვნელოვანი და წამახალისებელი მეთოდი დაინერგა. (ავტორი გენია.ჯი) იმ ბრაზილიელ მსჯავრდებულებს,რომლებსაც უმძიმეს დანაშაულებებში არ მიუძღვით ბრალი,ყოველი წიგნის წაკითვის შემთხვევაში მოხდილი სასჯელის ერთი დღე – ოთხ დღეთ ეთვლებათ.თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ წიგნის მოყვარულმა პატიმარებმა იმის დასამტკიცებლად,რომ მათ მართლაც წაიკითხეს ესა თუ ის წიგნი,აუცილებლად უნდა შეავსონ ციხის ადმინისტრაციების მიერ სპეციალურად შემუშავებული ცხრილები: აღწერონ მათ მიერ წაკითხული ნაწარმოებების მოკლე შინაარსი და მიუთითონ წიგნების მთავარი გმირების სახელები.როგორც ბრაზილიის სასჯელთაღსრულების სამინისტროში აცხადებენ,ისინი სწორედ ამ ინოვაციური მეთოდით ცდილობენ ბრაზილიელ მსჯავრდებულებში განათლების დონის ამაღლებას. (ავტორი გენია.ჯი)