სასკოლო უნიფორმის შესახებ…
როგორც ცნობილია,პირველი “სასკოლო უნიფორმის” პროტოტიპით შემოსვა ძველ საბერძნეთში განთავსებული “პითაგორას რელიგიურ-ფილოსოფიური სკოლის” მოწაფეებმა დაიწყეს ჯერ კიდე ძვ.წ.აღ-ით VI-V საუკუნეებში. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ძველი საბერძნეთისა,იმავე პერიოდებში სასკოლო ფორმების პროტოტიბებით სარგებლობდნენ ინდოეთშიც.მას შემდეგ თითქმის ორი ათასწლეული გავიდა… მიუხედავად იმისა,რომ პირველი სასკოლო ფორმის პროტოტიპებს ძველ საბერძნეთსა და ძველ ინდოეთში ჩაეყარა საფუძველი,თანამედროვე სასკოლო უნიფორმის ფუძემდებლად მაინც დიდი ბრიტანეთი მიიჩნევა. 1522 წელს ლონდონში განთავსებულ საქველმოქმედო სკოლა – “Christ’s Hospital”-ში გამოჩნდა პირველი თანამედროვე სასკოლო უნიფორმა,რომელიც გადაწყვეტილი გახლდათ მუქი-ლურჯი შეფერილობის ტონალობაში (ცნობისათვის,მცირეოდენი ცვლილებების მიუხედავად,აღნიშნული სახის სასკოლო უნიფორმით დღემდე სარგებლობენ ”Christ’s Hospital”-ის მოსწავლეები). XVI საუკუნის შემდგომ სასკოლო ფორმა ფართოდ იქნა გავრცელებული მთელ მსოფლიოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.თუმცა,დღემდე არსებულ სასკოლო ფორმებს შორის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული უნიფორებით იაპონელი მოსწავლეები სარგებლობენ.ელექტრონული სისტემების მწარმოებელმა წამყვანმა ქვეყანამ,თავისი მომავალი თაობა GPS-ის გადამცემებიანი სასკოლო ქურთუკებით აღჭურვა,რომლის საშუალებითაც მშობელს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია საკუთარი შვილის თავისუფლად კონტროლი კომპიუტერის საშუალებით.გარდა GPS-ისა,იაპონელი ბავშვების სასკოლო ფორმები აღჭურვილნი არიან “საგანგაშო სიგნალის” ღილაკითაც.იმ შემთხვევაში,თუკი რომელიმე მოსწავლე საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება,მას საშუალება ეძლევა აღნიშნული ღილაკით ნებისმიერ მომენტში ისარგებლოს და განგაშის ზარის გაშვების შედეგად თავიდან აირიდოს მოსალოდნელი უსიამოვნება.მიუხედავად ასეთი მაღალტექნოლოგიური სასკოლო უნიოფორმების ფლობისა,იაპონელი მეცნიერები კვლავაც აქტიურად მუშაობენ იმაზე,რომ კიდევ უფრო დახვეწონ და გააუმჯობესონ მათი ქვეყნის მომავალი თაობების სასკოლო უნიფორმები. (ავტორი გენია.ჯი)