ჩანლიბელი – “გმირების სამშობლო”

თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე,კერძოდ,შამქორის რაიონში მდებარე პატარა სოფელს – ჩანლიბელს (გარკვეული ხნის წინათ – ჩარდახლუ ეწოდებოდა),სადაც მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დაწყებამდე აზერბაიჯანელებთან ერთად სომეხი მოსახლეობაც ცხოვრობდა,დღემდე მოიხსენიებენ,როგორც – “გმირების სამშობლო”. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა სოფელმა იმით გაითქვა სახელი,რომ მეორე მსოფლიო ომში ჩანლიბელიდან წარგზავნილი 1 250 მაცხოვრებლიდან – 2 მათგანი საბჭოთა კავშირის მარშალი გახდა, 12 მათგანი – გენერლის ჩინს დაეუფლა, 57 ჩანლიბელი კი პოლკოვნიკის ჩინით აღიჭურვა, და რაც მთავარია,ამ პატარა სოფლის შვიდი წარმომადგენელი “საბჭოთა კავშირის გმირის” საპატიო წოდების მფლობელი გახდა.მათ შორის ერთი მათგანი – ივანე ბაგრამიანი სულაც ორგზის საბჭოთა კავშირის გმირი იყო.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ დამოუკიდებელი სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი 1918-1920 წლებში – სარგის მანასიანიც სოფელ ჩანლიბლის მკვიდრი გახლდათ.- (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>