ისმაელ I – (ისმაელ სისხლისმსმელი)
ჩრდილოეთ აფრიკაში განთავსებულ ერთ-ერთი უძველეს – მაროკოს სამეფოს მრავალტანჯულ ისტორიას რამდენიმე ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმული მმართველი ახსოვს. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ალაუიტების დინასტიის წარმომადგენელი – ამულაი აბუ-ულ ნასირ ისმაელ ას-სამინ იბნ რაშიდი (1645-1727 წლები) ანუ – ისმაელ I-ია,რომელსაც თავისი სასტიკი ბუნების,მრავალრიცხოვანი ომების წარმოებისა და გარყვნილი თვისებების გამო მაროკოელმა ხალმა – “ისმაელ სისხლისმსმელი” უწოდა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მაროკოს სულთანი “გინესის რეკორდების” წიგნშიც კი იქნა შეყვანილი,როგორც ყველაზე მრავალშვილიანი მამა.არაოფიციალური ვერსიის თანახმად,რომელსაც ფრანგი დიპლომატი – დომინიკ ბუსნოტი გვაწვდის,ისმაელს 1 171 შვილი ჰყოლია (მათ შორის 700 ვაჟი),”გინესის რეკორდების” წიგნში კი მისი შვილების საერთო რაოდენობა 888-ით განისაღვრა.როგორც რიგი ისტორიული წყაროები გვამცნობენ,მაროკოს სულთანს 4 ოფიციალური ცოლი და 500 ხარჭა ჰყავდა.იმავე წყარო იტყობინება,რომ ისმაელის უზარმაზარ ჰარემში სამ კვირაში ერთხელ,საშუალოდ, – ერთი ბავშვი იბადებოდაო.სპეციალისტები ირწმუნებიან,რომ მისი ხანდაზმული ასაკი (გარდაიცვალა 81 წლის ასაკში) სწორედ ისმაელის აქტიურმა სექსუალურმა ცხოვრებამ განაპირობა.
გარდა ულამაზესი ქალებისაგან დაკომპლექტებული უზარმაზარი ჰარემისა,მაროკოს სულთანს გააჩნდა განუსაზღვრელი ძალაუფლება,ძალიან დიდი ფული და 150 000-ანი არმია.მის სახელთან ასოცირდება “მაროკოული პოლიციის” ჩამოყალიბებაც.
26 წლის ასაკში მყოფი ისმაელი 1672 წლის 30 ნოემბერს მაროკოს სულთნის ტახტზე ავიდა.არის ვარაუდები,რომ უმაღლესი სახელისუფლებო თანამდებობის ხელში ჩაგდებისათვის,მან საიქიოს გაისტუმრა საკუთარი ძმა,მაროკოს სულთანი – მულაი რაშიდ იბნ შერიფი.ტახტზე ასვისთანავე გადაწყვიტა,რომ ყველასათვის ეჩვენებინა,თუ ვინ იყო მაროკოს სამეფოს ჭეშმარიტი მეპატრონე: მმართველობის პირველივე დღეებში ხალხის დასაშინებლად – 500 ადამიანი იქნა მისი ბრძანებით სიკვდილით დასჯილი.ეს ის ადამიანები გახლდნენ,რომელთაც შიზოიდი ისმაელი საკუთარ ოპონონტებად მიიჩნევდა.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ იმ ქალაქებს,რომელთაც მისი უახლოესი ნათესავები მართავდნენ,სულთნის ჯარების მიერ იქნა ალყაშემორტყმული და განადგურებული.ასეთ სასტიკ მეთოდს საკუთარი ნათესავების წინააღმდეეგ იმიტომ მიმართა,რომ მათგან ხელისუფლების წართმევის საფრთხე ერთხელ და სამუდამოდ აეცილებინა თავიდან.ნათესავების გარდა,სისხლისმსმელმა ტირანმა დაკავებული ქალაქების თითქმის ყველა მოსახლე ამოჟლიტა. (ავტორი გენია.ჯი) ისტორიკოსები გვამცნობენ,რომ ადამიანებს არა მხოლოდ სულთნის ჯარისკაცები ხოცავდნენ,არამედ ამ ამაზრზენი ქმედებით თავად სულთანიც ხშირად გამოირჩეოდა.
ომებისა და სისხლისღვრების მოყვარული – ამულაი აბუ-ულ ნასირ ისმაელ ას-სამინ იბნ რაშიდი, 20 წლის განმავლობაში მუდმივ ბრძოლებში იყო ჩართული.მისი ინიციატივით მაროკოს ტერიტორიაზე ბრძოლებში დატყვევებულებისათვის შექმნილი იქნა სპეციალური მიწისქვეშა ციხეები,რომლებშიც დაახლოებით 40 000-მა დალია სული.ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ფართოდ იქნა გავრცელებული მონათვაჭრობა.გასაყიდ მონათა შორის აფრიკელთა გარდა მრავალი ევროპელიც იმყოფებოდა.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ ისმაელს საფრანგეთის ლეგენდად ქცეული მეფის – ლუი XIV დე ბურბონის ქალიშვილის ცოლად მოყვანა სურდა,თუმცა “მეფე-მზისაგან” შეთავაზებულ წინადადებაზე უარი მიიღო.მიუხედავად იმისა,რომ ისმაელ I-ის მმართველობას ათასობით ოჯახების განადგურება,მკვლელობა და ძარცვა მოჰყვა თან,ფაქტია,რომ მაროკოს სამეფო აფრიკის კონტინენტზე მისი მმართველობის ჟამს მაინც ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. (ავტორი გენია.ჯი)