ამონარიდები ჟან შარლ ემანუელ ნოდიეს ნოველიდან – „ტრილბი”
“ღმერთი ისე დაქანცა ხალხის ცოდვებმა,რომ სულ მცირე დანაშაულიც კი დიდ მსხვერპლს მოითხოვს”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
” – განკიცხულებს არა ჰყავთ მეგობრები ცაში”.
* * *
“იმისათვის რომ განიწმინდო,არ კმარა გეშინოდეს ეშმაკის შემოჩენისა,არ კმარა ღმერთს ხსნას სთხოვდე,საჭიროა,შეაჩვენო უწმინდური,დიახ,შეაჩვენო!”
* * *
“რას გვარგებს ჩვენს მჩაგვრელებზე ლოცვა?! ისინიმაინც არ მოიშლიან ხრიკებსა და ბოროტებას”.
* * *
“თქვენი ბედის ყველა უკუღმართობას ყოველთვის ნუგეში და სიამოვნება სდევს თან,ყოველ თქვენგანს ეძიებს ვიღაცის სული,ყოველ თქვენგანს ჰყავს გულისთქმის გამგები,გყავთ მეორე”მე”,რომელიც იზიარებს თქვენ მოგონებებს,მისწრაფებებს,უერთდება წარსულის,აწმყოს,თუ მომავლის იმედებს.არაფერი ზღუდავს თქვენს ფიქრს,ზღვარი არ უდევს ქვეყნად არსებულ გზებს,არაფერი აბრკოლებს თქვენს სიყვარულს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ღმერთს არ უთხოვია ჩვენთვის სასტიკი შურისძიების აღსრულება.ვინ იცის,იქნებ იგი სულაც არ იძიბეს შურს? უფალს მტრების არ ეშინია და თუ დასასჯელი ჰყავს ვინმე,რაღა ყველაზე უძლურ არსებათა ვნებებს მიანდობს სასტიკი მართლმსაჯულების შესრულებას?”
* * *
“ვინ გაიგებს ნაზი სულის საიდუმლოს,ვინ დააფასებს შეყვარებული ქალის თავდადებას?!”
* * *
“ო,ნურასოდეს გაუცრუვდება იმედი იმას,ვისაც უყვარს,ვინც ელის.დე,აუსრულდეთ მათ რაც სურთ!”
* * *
“როცა კაცი ბედს ეწევა,წვრილ-წვრილ სარგებელზეც არ უნდა თქვას უარი”.
* * *
“ათასი წელი მხოლოდ წამია ამ ცოდვილ მიწაზე მათთვის,ვინც მერე საუკუნოდ ერთად იქნებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)