თედორე შალიაპინი – “ეპიზოდი”
ჯერ კიდევ თავისი უნიკალური კარიერის დასაწყისში მყოფმა 15 წლის გენიალურმა რუსმა საოპერო მომღერალმა - თედორე შალიაპინმა (1873-1938 წლები) გადაწყვიტა,რომ ქალაქ ყაზანის ერთ-ერთ ქორეოგრაფიულ გუნდში ჩარიცხულიყო. (ავტორი გენია.ჯი) ამისათვის კი მას შესარჩევი კონკურსი უნდა გაევლო.კონკურსის გავლის შემდგომ თედორეს მუსიკალური მონაცემები და ჯადოსნური ხმა,ქორეოგრაფიული გუნდის დირექციამ რატომღაც დაიწუნა და ამის მიზეზად სწორედ კონკურსანტის მომაჯადოებელი – “ხმა” დაასახელა.შესაბამისად,შალიაპინის ნაცვლად სხვა კონკურსანტი იქნა გუნდში ჩარიცხული.თუმცა კი უნდა აღინიშნოს,რომ გამარჯვებული კონკურსანტის “ურჩხულისებრი ხმა” შალიაპინის უებრო ხმასთან და მუსიკალურ შესაძლებლობებთან ვერაფრით დაიკვეხნიდა.თავისი პირველი ფიასკო შალიაპინმა მთელი თავისი სიცოცხლის განმვლობაში კარგად დაიხსომა და უღირსოდ გამარჯვებული კონკურსანტის მიმართ ერთგვარი სიძულვილიც კი გაუჩნდა.გავიდა წლები… ნიჟნი-ნოვგოროდში მყოფმა შალიაპინმა ცნობილი რუსი მწერალი – მაქსიმ გორკი გაიცნო.მალევე ისინი დამეგობრდნენ.ერთ საღამოს გორკისთან სტუმრად მყოფმა თედორემ სხვა მოგონებებთან ერთად ისიც გაიხსენა,თუ რა უსამართლოდ მოექცნენ მაშინ,როდესაც 15 წლის ასაკში მყოფ დიდეული ხმის ტემბრის მქონე კონკურსანტს ვიღაც “უვიცი” და “რეგვენი” კონკურსანტი ამჯობინეს.მოულოდნელად,გორკიმ შალიაპინს საუბარი შეაწყვეტინა:
- ძვირფასო თედორე,მინდა იცოდეთ,რომ ის კონკურსანტი,რომელსაც თქვენ სულ ახლახანს “უვიცი” და “რეგვენი” უწოდეთ – მე გახლავარ! თუმცა გეტყვი,რომ ქორეოგრაფიოული გუნდიდან მეც ძალიან მალე დამითხოვეს,რადგან არავითარი მუსიკალური ხმა მე არ გამაჩნდა! – (ავტორი გენია.ჯი)
მაქსიმ გორკი