“მურმილონები”

“მურმილოები” - ინგლისურ ენაზე “Murmillo”,ლათინურ ენაზე“murmillo” და ითარგმნებოდა როგორც “ზღვის თევზი,გაბმული ბადეში”.ისინი წარმოადგენდნენ გლადიატორთა ერთ-ერთ სახეობას ძველი რომის იმპერიისა.განეკუთვნებოდნენ კარგად შეიარაღებულ გლადიატორთა ჯგუფს,რომლებიც შეიარაღებული იყვნენ გლადიუსის ხმლებით (სიგრძით 40-50 სანტიმეტრი) და რომაელი ლეგიონერების მართკუთხა ფარით,სახელწოდებით scutum. (ავტორი გენია.ჯი) ატარებდნენ ბეოტიურ ჩაფხუტს,რომელიც სტილიზირებული გახლდათ თევზის ფრომისა.მარჯვენა ხელზე ეკეთათ ეგრეთწოდებული მანიკა,რომელიც გლადიატორის წინამხრის დაცვის ფუნქციას ასრულებდა.ასევე მათ ეკეთათ სარტყელი,სახელწოდებით balteusi ან cingulum.მარჯვენა ფეხზე ეკეთათ ocrea,რომელიც ფეხის დამცავის ფუნქციას ასრულებდა. (ავტორი გენია.ჯი) მურმილონების უმთავრეს მოწინააღმდეგეებს გლადიატორთა არენაზე წარმოადგენდნენ თრაკიელი გლადიატორები (გლადიატორთა ერთ-ერთი სახეობა,რომლებიც თავდაპირველად,ეროვნებით თრაკიელებისაგან შედგებოდა.შემდგომში კი ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა) და რეთიარელები (ასევე გლადიატორთა ერთ-ერთი ტიპი,რომელთა საბრძოლო აღჭურვილობა მეთევზეებს მოგვაგონებდა).გარდა ზემოთ აღნიშნული გლადიატორებისა,მურმილონებს ბრძოლა უხდებოდათ სხვა სახეობებით შეიარაღებულ გლადიატორებთანაც.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მურმილონების მსგავსი აღჭურვილობა (განსაკუთრებით ჩაფხუტი) გააჩნდა,გლადიატორთა კიდევ ერთ ტიპს,რომელთაც მოიხსენიებდნენ როგორც – სეკუტორები.სულ მათი საბრძოლო აღჭურვილობის წონა 15-18 კილოგრამს შეადგენდა.ადრეულ ეპოქაში,რომის იმპერიაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა “მურმილონებისა” და “თრაკიელი” გგლადიატორების ორთაბრძოლები,თუმცა მოგვიანებით უფრო პოპულარული “მურმილონების” ბრძოლები გახლდათ სეკუტორ და რეტიარიელ გლადიატორებთან. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ “მურმილონების” ტიპის გლადიატორები,სათავეებს უძველესი ეპოქებიდან იღებს და მათ მანამდე იარსებეს,სანამ საბოლოოდ არ იქნა აკრძალული გლადიატორთა სისხლისმღვრელი ბრძოლები რომის იმპერიაში ჩვ.წ.აღ-ით 404 წელს.