ჯიბრან ხალილ ჯიბრანი – “ეპიზოდი”
აღმოსავლურ და დასავლურ კულტურათა შორის ხიდის გამდებად წოდებული გენიალური ლიბანელი მწერალი – ჯიბრან ხალილ ჯიბრანი (1883-1931 წლები) ავადსახსენებელი დაავადებების – ღვიძლის ცეროზისა და ტუბერკულოზის შედეგად 48 წლის ასაკში აღესრულა ნიუ-იორკში. (ავტორი გენია.ჯი) როდენის მიერ “მეოცე საუკუნის უილიამ ბლეიკად” წოდებული დიდი ლიბანელი მწერალი მისივე ანდერძის თანახმად ნიუ-იორკიდან მშობლიურ სოფელ ბშარში გადაასვენეს და იქვე დაკრძალეს ადგილობრივი ქრისტიანული მონასტრის ეზოში.თუმცა საინტერესოა ის გარემოება,რომ ჯიბრანი იმდენად დიდი პოპულარობით სარგებლობდა თანამემამულეებში,რომ ის მონასტერი,რომელშიც მისი ცხედარი იქნა დაკრძალული,მოგვიანებით გააუქმეს და “ჯიბრან ხალილ ჯიბრანის სახელობის მუზეუმი” დააარსეს. 1983 წელს იუნესკომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნა ჯიბრანის დაბადების 100 წლისთავი და მისი შემოქმედების ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა შეახსენა კულტურულ სამყაროს. (ავტორი გენია.ჯი)