მურამასა სენძი – “იაპონური ხმლის დამზადების საუკეთესო ოსტატი”
მურამასა სენძი წარმოადგენდა ყველაზე ცნობილ და ლეგენდარულ იაპონელ მჭედელსა და ოსტატს XV საუკუნეში,”მურომატის პერიოდისა” (ისტორიული პერიოდი იაპონიის ისტორიაში,რომელიც გრძელდებოდა 1336 წლიდან 1573 წლებში).იგი გახლდათ ერთ-ერთი საუკეთესო იაპონური იარაღის დამამზადებელი და “მურამასას სკოლის” დამაარსებელი.ერთი ვერსიით,მას დღემდე მიიჩნევენ უდიდესი იაპონელი ოსტატისა და იაპონური ხმლის დამზადების ერთ-ერთი საუკეთესო დამამზადებლის მასამუნეს საუკეთესო მოსწავლედ,თუმცა მეორე ვერსიით არის ცნობები,რომ მასამუნე მურასამაზე ორი საუკუნით ადრე ცხოვრობდა და შესაბამისად ვერანაირი კონტაქტი სენძისთან მას ვერ ექნებოდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზთა გამო მასამუნესა და მურამასას მიერ დამზადებულ საუკეთესო იაპონურ ხმლებს შორის დიდი სხვაობებია.თუ კი იმ ეპოქებში,მურამასას მიერ დამზადებულ ხმალს,მისი განსაკუთრებულათ ბასრი და მჭრელი პირის გამო მოიხსენიებდნენ,როგორც “მოწყურებულს სისხლისღვრაზე”,რომელთაც მოჰქონდათ ბოროტება,მასამუნეს მიერ დამზადებულ იაპონურ ხმლებს,მოიხსენიებდნენ,როგორც “სიმშვიდის ატრიბუტს” და “აღუშფოთებელ მეომარს”.სენძი მურამასას მიერ დაარსებული იაპონური ხმლების დამზადების სკოლა,რომელიც გამოირჩეოდა განსაკუთრებული ბასრი პირით,გახსნილ იქნა 1501 წელს ისეს პროვინციაში და იგი არსებობდა XVI საუკუნის მიწურულამდე.იაპონელი ისტორიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევდა,რომ სენძი მოსწავლე უნდა ყოფილიყო ჰაინძიო ნაგაიოსის,რომელიც კიოტოში ცხოვრობდა და მუშაობდა.ზოგიერთი წყაროს ცნობით მეთოდი,რომელსაც იყენებდა იაპონური ხმლის დასამზადებლად მურამასა,მის მთელ შემდგომ დინასტიას (შთამომავლობას) გადაეცა.როგორც ცნობილია იგი 1460-იან წლებში გამოირჩეოდა აქტიური სამუშაო პროცესით.XVII საუკუნეში იაპონური ხელისუფლებისაგან აკრძალულ იქნა “მურამასას ხმლები” და მოსახლეობის მიმართ გაკეთდა მოწოდება,რომ თუ კი ვინმეს გააჩნდა მურამასას მეთოდით დამზადებული ხმლები ჩაებარებინათ.წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩენისას მათ უმკაცრესად დასჯიდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზთა გამო მურამასის ხმლების უდიდესი ნაწილი განადგურებულ იქნა და დღემდე მისი მხოლოდ მცირე ნაწილიღა შემორჩა.განსაკუთრებით “მურამასას ხმლების” წინააღმდეგ იბრძოდა “სიოგუნა ტოგუგავა” (სამხედრო-ფეოდალური მთავრობა იაპონიისა),რადგან სწორედ მურამასას ბასრი ხმლის მეშვეობით დაფიქსირდა უბედური შემთხვევა,მინამოტოს პრინცის იაეისუ ტოგუგავას ოჯახში,როდესაც ხმლის ბასრ პირს შეეწირა ოჯახის ერთ-ერთი წევრი.გარდა ამისა დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა მურამასას ხმლით ჩადენილი მკვლელობებისა.ამ მიზეზთა გამო კი მურამასას მიერ დამზადებული ხმლები “წყეულად და ეშმაკეულად” იქნა გამოცხადებული.დღევანდელ დღემდე მურამასის ხმლის მხოლოდ რამდენიმე ერთეულია შემორჩენილი და მათი უმეტესობა კერძო კოლექციებშია დაცული,მცირე ნაწილი (რამდენიმე ერთეული) კი იაპონიის ცნობილ მუზეუმებში.მის მიერ დამზადებული ხმლის სიგრძე 30 სანტიმეტრს შეადგენდა და საკმაოდ უბრალო “შესახედაობით’ გამოირჩეოდა,თუმცა იგი მსოფლიოში ყველაზე ბასრი ცივი იარაღი გახლდათ იმ ეპოქებში და თანამედროვე სამყაროშიც კი.მისი დამზადების მეტოდი კი განსაკუთრებული საიდუმლოებებით იყო დაცული.მურამასის შესახებ დადიოდა უამრავი მითი და ლეგენდა,რაც მისი პიროვნების მიმართ ინტერეს ერთი ორად ზრდიდა უწინაც და ახლაც..მის მიერ დამზადებული ხმლების მიმართ უდიდეს მოწონებას სამურაები გამოხატავდნენ და იგი მათ უმთავრეს საბრძოლო ატრიბუტადაც კი იქცა. (ავტორი გენია.ჯი) მურამასა სენძის სახელი დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ უდიდესს იაპონური ხმლის დამზადების ოსტატად,რომლის მიერ დამზადებული ხმლები განსაკუთრებულად ბასრი პირით გამოირჩეოდნენ.მათი თითოეული ეგზემპლარის ისტორიული და კულტურული ფასი კი განუზომლად დიდია.