აკოკანტერა
აკოკანტერა – წარმოადგენს აფრიკის კონტინენტსა და აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე არაბეთის ნახევარკუნძულზე გავრცელებულ ქენდირისებრთა ოჯახის მარადმწვანე მცენარეს,რომელიც ბუნებაში შესაძლოა ვიხილოთ,როგორც ხის,ასევე ბუჩქის სახით. (ავტორი გენია.ჯი) გარდა აფრიკისა და არაბეთის ნახევრაკუნძულისა,აღნიშნული ოჯახის მცენარის ერთ-ერთი ქვესახეობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიც ხარობს.სულ ბუნებაში აკაკონტერას 15 ქვესახეობაა გავრცელებული.მათი საშუალო სიმაღლე ბუნებრივ პირობებში 4 მეტრიდან 5-თ მეტრამდე მერყეობს.შეიცავენ ელიფსური ფორმის წაგრძელებულ ფოთლებს,რომელთა სიგრძე 7 – 14 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე კი 2,5 – 5 სანტიმეტრი.აკოკანტერას თეთრი შეფერილობის მქონე ყვავილები მეტად არომატულ სურნელს გამოყოფს.ყვავიან თებერვალიდან აპრილამდე პერიოდებში.ნაცრისფერი ნაყოფი თავისი ფორმით ძალიან ჩამოჰგავს ზეთისხილს.უნდა აღნიშნოს,რომ აკოკანტერა ერთობ შხამიანი მცენარეა. (ავტორი გენია.ჯი) იგი შეიცავს საგულე გლიკოზიდებს,რაც განსაზღვრავს კიდეც მის შხამიანობას.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ადრეულ ეპოქებში აღნიშნული მცენარისაგან რიგი აფრიკული ტომები ამზადებდნენ შხამიან წვენს,რომლითაც შემდგომ ისრის წვერებს ამუშავებდნენ.ადამიანის ორგანიზმში ასეთი სახის ისრის მოხვედრის შემთხვევაში აკოკანტერას ტოქსინები განაპირობებდნენ მის დაუყონებლივ სიკვდილს ერთი წუთის განმავლობაში.დღესდღეობით აკოკანტერას რამდენიმე ქვესახეობას ფართოდ გამოიყენებენ ფარმაკოლოგიაში. (ავტორი გენია.ჯი)