ჰენრი ფორდი “ხელფასის შემცირების” შესახებ წერდა…
“მე რომ იძულებული ვყოფილიყავი არჩევანი გამეკეთებინა ხელფასის შემცირებასა და დივიდენდების განადგურებას შორის,ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მოვსპობდი დივიდენდებ.მართალია,ეს არჩევანი დაუჯერებელია,იმიტომ,რომ როგორც ახლახან იყო დამტკიცებული,დაბალი ხელფასით შეუძლებელია დანაზოგების მიღწევა. (ავტორი გენია.ჯი) ხელფასის შემცირება ცუდი ფინანსური პოლიტიკაა,რადგამ ამასთან ერთად ქვეითდება მყიდველობითი უნარიც.თუ ვიგულისხმებთ,რომ ხელმძღვანელი მდგომარეობა პასუხისმგებლობასაც მოიცავს,მაშინ მისი მფლობელის მოვალეობებს იმაზე ზრუნვაც მიეკუთვნება,რომ მისდამი დაქვემდებარებულ პერსონალს შესაძლებლობა ჰქონდეს შეიქმნას თავისთვის რიგიანი საარსებო პირობები.ფინანსებით ხელმძღვანელობას მიეკუთვნება არა მარტო წარმოების მოგებისა და შესაძლებლობების აღრიცხვა,არამედ იმაზე ზრუნვაც,რომ საზოგადოებას ხელფასის სახით ჰქონდეს ის,რაც მას სამართლიანად ეკუთვნის.ლაპარაკია არა ქველმოქმედებაზე.რიგიან ხელფასს მასთან საერთო არაფერი აქვს.ცუდი ხელფასი უბრალოდ წარმოების არასაიმედოობაზე მიუთითებს,რადგან ყოველგვარ კარგად ორგანიზებულ საწარმოს შეუძლია ჭარბად მისცეს საშუალება ყოველ თანამშრომელს იშრომოს და ამით ჭარბადაც აუნაზღაუროს შრომა.
მოგება სამ ჯგუფს განეკუთვნება: პირველ რიგში,საწარმოს,რათა შეუნარჩუნოს მას სიმყარის,განვითარების და ჯანმრთელობის მდგომარეობა; მეორეც,მუშებს,რომელთა დახმარებით იქმნება მოგება; მესამეც,გარკვეულწილად საზოგადოებასაც.აყვავებული საწარმო მოგებას აძლევს სამივე მონაწილეს – ორგანიზატორს,მწარმოებელსა და მყიდველს.
ის,ვინც უზომო მოგებებს იღებს,პირველი უნდა აკლებდეს ფასებს.სამწუხაროდ,სინამდვილეში ასე არ ხდება.ასეთი ხალხი პირიქით,გადასდებენ თავიანთ სასწრაფო ხარჯებს მანამდე,სანამ მთელი სიმძიმე მომხმარებლებს არ დააწვება მხრებზე; ამი გარდა,ისინი მომხმარებელს არიცხავენ დანამატსაც გაზრდილ ფასზე.მთელი მათი საქმიანი ფილოსოფია გამოიხატება გამონათქვამით: “აიღე,რისი აღებაც შეგიძლია”.ესენი არიან სპეკულანტები,მძარცველები,უვარგისი ელემენტები – ახლანდელი მრეწველობის ჭეშმარიტი წყლული.ამ ხალხისაგან კარგს არაფერს უნდა ელოდე.მათ შორსმჭვრეტელობა აკლიათ.,ათი თვალსაზრისი განსაზღვრულია მათი საკუთარი საკასო დავთრების ფარგლებით.ეს ხალხი თავისი მოგების შემცირებაზე ადრე ხელფასის 10 – 20 პროცენტით შემცირების საკითხს დააყენებს,მაგრამ საქმიანი ადამიანი,რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ინტერესებს და სურს ემსახუროს ამ საზოგადოებას,ყოველ წუთს მზად უნდა იყოს თავისი წვლილის შესატანად საწარმოს სიმყარის შენარჩუნებისათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)