გრიგოლ რობაქიძე წერდა…
“ჩვენ გვიყვარს “სემიტური გამოჩენა”,მაგრამ ჩვენ არიული “გამორჩევაც” გვიყვარს.”ღალაგადასმულობის დასაწყისს ჩვენს ბუნებაში ეომება პრინციპი “აზნაურობის”.ჩვენ ხშირად გვძლევს ხოლმე წვრილმანობა.მაგრამ გვაჯადოებს “რაინდული ხმალში გამოწვევა”,ჩვენ “მეწვრილმანეებიცა” ვართ და “რაინდებიც”.ქართველი კაცი კაცი “ლაქიაც” არის და “მეფეც”,”ჟულიკიც” და “არისტოკრატიც”. (ავტორი გენია.ჯი) ქართული ყოფა ფუნქციონალურია.საქართველო არის და კიდევაც არ არის… მას არ სჯერა თავის თავის და სურს სხვა იყოს.ქართველი გაურბის თავის-თავს (ცუდს),რომ ნახოს თავისი თავი (უკეთესი).ამიტომ ისმება საკითხი ან თავის-თავის მონახვა,ან სრული დაღუპვა.გზა ხსნილი არ არის სხვა.
საქართველო აღარ არის მთელი და, როგორც ცოცხალი არსი,იგი ქართველში არ არსებობს.სამაგიეროდ დარჩენილან ნაწილნი და ნაწილნი თვითონ ცდილობენ მთელობას.საქართველო მე ვარ – აი ფსიხიური განცდა ქართველისა.ეს საბედისწერო მოვლენა ჰქმნის იმ საშინელ ტრაღიზმს,რომელიც შავი მოჩვენების სახით თანსდევს ყოველს ჩვენს გადადგმას: შური,მძულვარება,გაუტანლობა და ქუჩის,როგორც სიცოცხლის სიმბოლოს,გამეფება.დავკარგეთ მთელი ჩვენს არსებაში და მით თავზე ხელი ავიღეთ…” – (ავტორი გენია.ჯი)