ვიქტორ-მარი ჰიუგოს ნაწარმოებიდან – “კლოდ გე”

“მნიშვნელოვანი საქმეა,ბატონო დეპუტატებო და მინისტრებო,უსარგებლო წყლის ნაყვა და მიეთ-მოეთობა,ქვეყნის ყველა საქმეებისა და აზრების ფუჭ დისკუსიებად გადაქცევა.უფრო არსებითია საბრალდებულო სკამზე ხმაურით დასვა და უშედეგოდ დაჰკითხო,აწამო უდიდესი დამნაშავე,საშინელი ბოროტმოქმედებებით დამძიმებული,რომელიც პასუხის ღირსად არა გცნობთ და კარგსაც შვრება.სასარგებლოა,ბატონო მმართველებო და კანონმდებლებო,დრო ჩვეულ ლაქლაში ატაროთ,რაზეც სოფლის მასწავლებელიც მხრებს აიჩეჩს,ურიგო არ იქნება განაცხადოთ,რომ სისხლის აღრევა,ღალატი,მამის მკვლელობა,ჩვილთ მკვლელობა და მოწამვლა თანამედროვე დრამამ წარმოშვა,დაამტკიცოთ ამით,რომ სრულიად არ იცნობთ ფედრას,იოკასტეს,ოიდიპოსს,მედეას და როდოგიუნდას. (ავტორი გენია.ჯი) აუცილებელია,ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა ორატორებმა სამ დღეს გადაბმულად იდავონ (ღმერთმა უწყის ვისთან!) კორნელისა და რასინის ტრაგედიათა დადგმის ხარჯებზე და ამ ლიტერატურული საბაბით რიგრიგობით ერთმანეთს პირში ახალონ ფრანგული ენის წარმოუდგენლად უხეში შეცდომები.

ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ ვფიქრობთ,რომ არსებობს უმნიშვნელოვანესი საკითხებიც.

რას იტყოდა დეპუტატთა პალატა,რომ ამ გაცხარებულ ლაქლაქში ტყუილ-უბრალოზე,რომლის დროსაც ხან სამინისტრო ჯობნის ოპოზიციას,ხან კი ოპოზოცოა სამინისტროს,უეცრად (განა ეს სულერთი არ არის?),ვინმე წამოდგეს და მკაცრად წარმოთქვას:

- გაჩუმდით,თქვენ,მანდ,ვინც უნდა იყოთ! გაჩუმდით ყველანი,ვინც სიტყვებით გამოდიხართ,თქვენ გგონიათ,რომ საკითხის არსებით მხარეზე ლაპარაკობთ,მაგრამ ეს ასე არ არის.დედაარსი კი აი,რაშია: ერთი წლის წინათ პამიეში მართლმსაჯულებამ სამზარეულოს დანით დაკუწა ადამიანი; ახლახან დიჟონში ქალს თავი წააცალა; პარიზში,სენ-ჟაკის გარეუბანში ხომ არნახულ სასჯელებს იგონებს.

აი,საქმის დედაარსი.ამას მიაქციეტ ყურადღება.შემდეგ კი იკამათეთე,როგორი ღილები უნდაც ეკეროს ნაციონალური გვარდიის მუნდირს – ყვითელი თუ თეთრი; რომელი სიტყვა სჯობია,”დაჯერება” თუ “დარწმუნება”.

ცენტრისა და განაპირა სკამების დეპუტატებო! ხალხის უმეტესობა იტანჯება!

სახელმწიფოში,რესპუბლიკაან თუ მონარქია – არა აქვს მნიშვნელობა,ხალხი რომ იტანჯება, – უდავოა.ხალხი შიმშილობს,ხალხს სცივა.სიღატაკე დანაშაულისკენ,გახრწნილებისკენ უბიძგებს ადამიანებს.შეიბრალეთ ხალხი,რომელსაც კატორღა ართმევს ვაჟებს,საროსკიპო კი ქალიშვილებს. (ავტორი გენია.ჯი) უამრავია ჩვენში კატორღელთა რიცხვი,მეძავი ქალებიც საკმაოდ ბევრნი არიან.რას მოწმობენ ეს წყლულები? იმას,რომ სოციალურ სხეულს რაღაც სენი გააჩნია და, აი,თქვენც ავადმყოფის სარეცელთან სათათბიროდ შეკრებილხართ.შეუდექით ამ სენის გამოკვლევას.

ამ ავადმყოფობას ვერ მკურნალობთ,როგორც საჭიროა.უკეთესად შეისწავლეთ იგი.თქვენს მიერ გამოცემული კანონები,თუკი მათ საერთოდ გამოსცემთ, – მხოლოდ და მხოლოდ გამაყუჩებელი წამალია,ან თავისებური ფანდი.კანონების ერთი ნახევარი რუტინაა,მეორე კი – ემპირიზმი.

დამნაშავის დადაღვა უაზრო დასჯაა.იგი განგრენას უჩენს თვით ჭრილობას,დამნაშავეს დანაშაულთან სამუდამოდ აკავშირებს; ერთმანეთის მეგობრებად,სამუდამო თანამგზავრებად,განუყრელ ამხანაგებად ხდის!

კატორღა უხეირო სალბუნია,რომელიც გამოწოვილ,უვარგის სისხლს ორგანიზმს კიდევ უფრო შებღალულს უბრუნებს.სიკვდილით დასჯა ბარბაროსულ ამპუტაციას წარმოადგენს.

მაშასადამე,დადაღვა,კატორღა,სიკვდილით დასჯა – ყველა ერთმანეთთან განუშორებლადაა დაკავშირებული.თქვენ ხომ გააუქმეთ დადაღვა,იყავით სამართლიანი და გააუქმეთ დანარჩენი ღონისძიებებიც.

გავარვარებული რკინა,კატორღელის უღელი თუ გილიოტინის დანა, – ეს სილოგიზმის სამი ნაწილია.

თქვენ გააუქმეთ გავარვარებული რკინა.კატორღელის უღელმა და გილიოტინის დანამაც დაკარგეს თავისი აზრი.ფარინაჩი (პროსპერ ფარინაჩი – ცნობილი იატლიელი იურისტი,რომელმაც დაწერა ტრაქტატი – “წამებათა შესახებ”. – ავტორი გენია.ჯი) სასტიკი იყო,მაგრამ არა უგუნური.

დაშალეთ დანაშაულთა და სასჯელთა ეს ძველი,მერყევი კიბე და გადააკეთეთ იგი.გადააკეთეთ დასჯის სისტემა,კანონები,საპყრობილეები,მსაჯულები,შეუფარდეთ კანონები ჩვენი დროის ზნე-ჩვეულებებს.

ბატონებო! საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ თავებს სჭრიან.თუ ეკონომიის შემოღება გინდათ,აქედან დაიწყეთ”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>