“დამაკვირდი”
1. “კაცთა მოდგმამ ცოტა რამ შეიგნო.კაცობრიობა ისევ დგას მარადიული დილემის წინაშე: იუდა საშოვარზეა გადაგებული,მაცხცოვრის სახელი ისევ სალოცავად ან საკიცხავად აქვთ ადამიანებს,სიმონ კვირინელი ისევ ეზიდება ჯვარს,ისევ მოისმის ლურსმანზე ჩაქუჩის ხათქუნი,ჯვარცმა გრძელდება,ხელისბანაც ისევ გრძელდება; ოღონდ ანა,კაიაფა,პილატე,მწიგნობარნი თუ ფარისეველნი,იუდა თუ ლონგინოზ ასისთავი – ეს ჩვენ ვართ,ვინც არ მივყვებით იესოს გზას”. – მანანა გიგინეიშვილი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. “ადამიანთა მიერ შექმნილი კანონებით კაცს სინდისის ქენჯნას ვერ მიუსჯი და სინანულს ვერ დააკისრებ”. - მანანა გიგინეიშვილი
* * *
3. “ამა სოფლის ძლიერებზე მაღლა ღირსეული ადამიანები დგანან”. – თედორე დოსტოევსკი
* * *
4. “ბოროტების წინააღმდეგ საბრძოლველად მარტო სიკეთე არ კმაროდა არასდროს”. – ჭაბუა ამირეჯიბი
* * *
5. “ერთ ნაბიჯში იქნები მიზნიდან დაშორებული თუ საერთოდ ვერ მიუახლოვდები მას – ერთი და იგივეა”. – გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “ვინც თავის თავს პატივს არ სცემს – უბედურია,მაგრამ,ვინც მეტად კმაყოფილია თავისი თავით – სულელია”. – გი დე მოპასანი
* * *
7. “გეჩხუბებიან,განგსჯიან – გიხაროდეს; გაქებენ,გიწონებენ – გეშინოდეს”. – ლევ ტოლსტოი
* * *
8. “აიღე,რასაც გაძლევენ,რადგან,არ გაძლევენ იმას,რაც შენ გსურს”. – ცეცილიუს სტაციუსი
* * *
9. “ქალი ფიქრობს,რომ მარადისობა მისცა; მამაკაცს კი ჰგონია,რომ წუთი მიიღო”. – სტენდალი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. “როცა სიტყვა ვერ სცემს,მაშინ ჯოხიც ვერ უშველის”. – სოკრატე