ტომას მორისადმი გამოტანილი სასამართლო განაჩენი…
როგორც ცნობილია,გამოჩენილი ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე,ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი,ინგლისის ლორდ-კანცლერი და ჰუმანისტი მწერალი - ტომას მორი (1478-1535 წლები) ჰენრი VIII-სთან წამოწყებულ კონფლიქტს შეეწირა. (ავტორი გენია.ჯი) 1534 წლის 17 აპრილს იგი დაკავებული და გადაყვანილი იქნა ტაუერში,სადაც წელიწადზე მეტი დაჰყო.მას ბრალად დასდეს სახელმწიფო ღალატი და თავს დაატეხეს ათასგვარი უბედურება: ჩამოართვეს 1522 წელს მეფის მიერ ნაბოძები მიწები,მისი ოჯახი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დატოვეს.დაწყებული იქნა ხანგრძლივი სასამართლო პროცესი.
1535 წლის 1 ივლისს ტომასი უკანასკნელად წარსდგა სასამართლოს კომისიის წინაშე,რა დროსაც გამოუცხადეს მეტად სასტიკი განაჩენი.აღნიშნულ განაჩენში სიტყვა სიტყვით ეწერა:
“ტომას მორი უნდა წაიყვანოს კონსტებლ უილიამ კინგსტონმა ტაუერში,საიდანაც გადაიყვანენ ტაიბერნში.იქ სახრჩობელაზე უნდა ჩამოკიდონ,სანამ ნახევრად არ მოკვდება.შემდეგ გადაჭრან თოკი,მოჰკვეთონ სასქესო ორგანო,გაუფატრონ მუცელი,გამოჰგლიჯონ და დაწვან შიგნეულობა,შემდეგ ოთხად გაკვეთონ და დაკიდონ მისი სხეულის ოთხი ნაწილი ქალაქის კარიბჭეზე,ხოლო თავი – ლონდონის ხიდზე”.
მოგვიანებით ჰენრი VIII-მ ტომასის განაჩენი ერთგვარად “შეამსუბუქა” და ბრძანა,რომ მისთვის მხოლოდ თავი მოეკვეთათ. 1535 წლის 6 ივლისს,დილაადრიანად,ტაუერში მორის მეგობარი – ტომას პოპი მივიდა,რომელმაც მას აუწყა,რომ დილის ცხრა საათზე დასჯიდნენ და, რომ მეფემ მტანჯველი სიკვდილი თავის მოკვეთით “შეუმსუბუქა”.სწორედ ამ დროს წამოიძახა მან ის ცნობილი ფრაზა,რომელიც შემდგომში ფართოდ იქნა გავრცელებული ხალხში: “ღმერთო! შენ დაიფარე ჩემი მეგობრები მეფის ამგვარი მოწყალებისაგანო”. (ავტორი გენია.ჯი)