პედრო I მრისხანე – “ეპიზოდი”
კასტილიისა და ლეონის მეფეს – პედრო I მრისხანეს (1334-1369 წლები) ხალიფა ჰარუნ-ალ-რაშიდის მსგავსად,ძალიან უყვარდა სევილიის ქუჩებში ღამღამობით მარტო სიარული. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ასეთი გასვლისას მას ჩხუბი მოუხდა ვიღაც კაცთან,რომელიც თავის სატრფოს სერენადას უმღეროდა ფანჯრებთან.მათ შორის წარმოშობილ კონფლიქტს შეყვარებული მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.თუმცა,მანამდე,ხმლების ჩახაჩუხში ერთმა დედაბერმა გამოაღო სარკმელი და როდესაც ბრძოლის ველი პატარა სანათურით – “კანდელიხოთი” გაანათა,მოპაექრეთა შორის მეფე ამოიცნო.როგორც ცნობილია,პედროს ერთი მეტად უცნაური ნაკლი გააჩნდა: სიარულის დროს მისი ფეხის კოჭებს ძლიერი ტკაცატკუცი გაჰქონდა, და ამიტომაც არ გასჭირვებია დედაბერს მისი ამოცნობა.
მეორე დღეს მეფეს მორიგე ვენტკვატრო ეახლა და მოახსენა: მეფეო,წუხელის ამა და ამ ქუჩაზე დუელი მოხდა.ერთ-ერთი მებრძოლთაგანი მოკლულიაო.
” – აღმოაჩინეთ მკვლელი? – იკითხა მეფემ.
- დიახ,მეფეო.
- მერე აქამდე რატომ არ არის დასჯილი? – კვლავაც ჩაეკითხა ვენტკვატროს პედრო.
- მეფევ,მე თქვენს ბრძანებას ველი.
- შეასრულეთ კანონი. – მკაცრად ბრძანა კასტილიისა და ლეონის მბრძანებელმა”.
საყურადღებოა ის გარემოება,რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე პედრომ გამოსცა დეკრეტი,რომლის თანახმადაც ყოველი დუელიანტისათვის – თავი უნდა მოეკვეთათ.მოკვეთილი თავი კი ბრძოლის ადგილზე გამოედგათ.ვენტკვატრო მეტად უხერხულ და გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა,რამეთუ ასეთი სასჯელი თავად მეფეს უნდა ხვდომოდა წილად,რადგან სწორედ მან დაარღვია მის მიერვე გამოცემული ბრძანება.თუმცა,პედროს გონებამახვილმა ქვეშევრდომმა ამ ურთულესი სიტუაციიდან მეტად გონებამახვილური გამოსავალი იპოვა: მან მსახურებს მეფის ერთ ქანდაკებაზე თავი მოახერხვინა და მოხერხილი თავი იმ ნიშში დაადგმევინა,სადაც მკვლელობა მოხდა. (ავტორი გენია.ჯი)