ქართული საგალობლის მადლი – “ეპიზოდი”
გარკვეული ხნის წინათ თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ლექტორმა პარიზიდან მეტად საინტერესო ცნობა ჩამოიტანა საქართველოში: სობრონის სახელოვანი უნივერსიტეტის სტუდენტებს,რომლებიც მოიზმის ფსიქოზით იყვნენ შეპყრობილნი და ლეწავდნენ აუდიტორიებსა და სასწავლო ინვენტარს,მუსიკის ერთ-ერთი იქაური პროფესორი ასწავლიდა განუმეორებელ და ღვთივკურთხეულ “ქართულ საეკლესიო გალობას”,რითაც რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,განკურნა ისინი და დაუბრუნა ნორმალური ცხოვრების რიტმსა და სწავლის პროცესს.საკითხავია,რად არ იშველიებდა იგი ბახის ქორალებს ან მოცარტის მესსებს,რაღა ქართულ გალობას ასწავლიდა მათ? ალბათ მან პრაქტიკულად გამოსცადა მისი სასწაულებრივი და ზებუნებრივი ზემოქმედება ადამიანზე. (ავტორი გენია.ჯი)