როგორი მეთოდით ამოიღებდნენ ვალს ძველი ასურელი კრედიტორები?

თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე ძვ.წ.აღ-ით II ათასწლეულში ჩამოყალიბებულ ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო – ასურეთში,კრედიტორები თავიანთი ვალის ამოსაღებად ერთობ უცნაურ და სასტიკ მეთოდს მიმართავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) იმ შემთხვევაში,თუკი ესა თუ ის ასირიელი დათქმულ დროზე ვალს ვერ გაისტუმრებდა,კრედიტორს უფლება გააჩნდა ვალის გადახდამდე მისი ერთ-ერთი უახლოესი ნათესავი კანონის სრული დაცვის თანახმად – “მძევლადაც” კი აეყვანა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ვალის სრულად გასტუმრებამდე კრედიტორს უფლება ენიჭებოდა მძევლად აყვანილი ადამიანი ყოველგვარი იმ მიზნებისათვის გამოეყენებინა,რასაც იგი საჭიროდ ჩათვლიდა: ეცემა,დაემცირებინა,მოეჭრა სხეულის ნებისმიერი ნაწილი, და მოეკლა კიდეც.თუმცა,მძევლის მოკვლის შემთხვევაში კრედიტორი ვალს ვეღარ იბრუნებდა,რის გამოც ასეთი შემთხვევები ძალიან მცირე იყო.უახლოესი ნათესავის (მძევლის) ესოდენ დამამძიმებელ პირობებში ყოფნა ცნობილი იყო მოვალესთვისაც და იგი იძულებული ხდებოდა,რაც შეიძლება სწრაფად მოეძია ვალის დასაფარად საჭირო თანხა.მას შემდგომ,რაც იგი ვალს გაისტუმრებდა და მძევალს დაიხსნიდა კრედიტორის ტყვეობიდან,ყოფილი მძევალი თავის სანათესაოს უყრიდა თავს,რათა ეამბნა მათთვის ის უბედურება,რაც მისივე უახლოესი ნათესავის წყალობით დაატყდა თავს.შედეგად,იმ პიროვნებას,რომლის გამოც ეწამა ესა თუ ის ნათესავი,მომავალში კატეგორიულად ეკრძალებოდა ვალის აღება. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>