ფრანსუა-ოგიუსტ რენე როდენი – “ჯოჯოხეთის კარიბჭე”

“ჯოჯოხეთის კარიბჭე” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მოქანდაკის – ფრანსუა-ოგიუსტ რენე როდენის (1840-1917 წლები) მიერ შექმნილ 6 მეტრი სიმაღლის, 4 მეტრი სიგანის, 1 მეტრი სისქისა და 180 ფიგურისაგან შემდგარ დიდებულ მონუმენტურ სკულპტურას. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ქანდაკების დამზადების შეკვეთა როდენს საფრანგეთის სახვითი ხელოვნების სამმართველომ 1880 წელს მისცა და წაუყენა წინაპირობა,რომ მასზედ მუშაობა მოქანდაკეს ხუთ წელიწადში უნდა დაესრულებინა (შემკვეთების მიზანი გახლდათ ის,რომ ოგიუსტის მიერ დამზადებული კარიბჭე “საფრანგეთის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმის” ცენტრალურ შესასვლელ კარად ექციათ).თუმცა ფრანსუამ “ჯოჯოხეთის კარიბჭეზე” მუშაობას სრული 37 წელიწადი შეალია და, როდესაც მუშაობის პროცესი დაასრულა შენიშნა,რომ მან მთელი ამ ხნის განმავკლობაში დანტე ალიგიერთან ერთად სრულიად მარტოდმარტომ იცხოვრა.როგორც ცნობილია,როდენი დანტეს შემოქმედების დიდი მოტრფიალე იყო.განსაკუთრებით კი მას ალიგიერის უკვდავი ქმნილება – “ღვთაებრივი კომედია” იტაცებდა და სწორედ ამიტომ გამოსახა კარიბჭეზე აღნიშნული პოემის პერსონაჟთა ნაწილი. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად,ფრანსუამ “ჯოჯოხეთის კარიბჭით” შექმნა დიდი იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის – ლორენცო ჟიბერტის მიერ ადრეულ პერიოდში დამზადებული ბრინჯაოს ქანდაკების – “სამოთხის კარიბჭის” ერთგვარი ანალოგი,თუმცა იმ განსხვავებით,რომ სიუჟეტი ჯოჯოხეთში ვითარდება და მასში მოაყვანილი ფიგურებიც “ძველი აღთქმიდან” გახლავთ აღებული.როდენმა “ჯოჯოხეთის კარიბჭეზე” სხვა უამრავ ფიგურებთან ერთად გამოსახა მის მიერ შექმნილი გენიალური ქმნილების – “მოაზროვნის” მცირე მოცულობის მქონე ქანდაკება.გარდა ამისა,მასზე წარმოდგენილია ისეთი ფიგურები,როგორებიცაა პაოლო და ფრანჩესკა და რიმინები,უგოლინო და მისი შვილები,ადამი და ევა და სხვა.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ფრანსუამ ისევე,როგორც სხვა მისი უამრავი შედევრი,”ჯოჯოხეთის კარიბჭეც” საკუთარ სამშობლოს – საფრანგეთს გადასცა სრულიად უანგაროდ. (ავტორი გენია.ჯი)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>