იცით თუ არა,რომ
1. როგორც ცნობილია,”წითელი იმპერიის” ზეობის ხანაში – რწმენის,მართლმადიდებლური ეკლესიისა და სამღვდელოების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობდა.საქართველოში პატრიარქად გახდომას კი განსაკუთრებული გამბედაობა სჭირდებოდა.სწორედ ამიტომ იწყებდნენ ამ მძიმე და საპატიო ადგილზე ღვთისმსახურებას უწმინდესნი და უნეტარესნი შემდეგი სიტყევბით: “დღეს მე ავდივარ გოლგოთაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. გენიალური ფრანგი მწერალი და მოაზროვნე – ალბერ კამიუ,ფეხბურთისა და თეატრის იმდენად დიდი მოტრფიალე გახლდათ,რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი რამ განაცხადა: “თუკი რამ ზნეობა გამაჩნია,საფახბურთო მოედანზე და თეატრის სცენაზე ვისწავლეო”.
* * *
3. აშშ-ის ლეგენდად ქცეული პირველი პრეზიდენტის – ჯორჯ ვაშინგტონის საფლავს შემდეგი სახის ეპიტაფია ამშვენებს: “პირველი ომში,პირველი მშვიდობაში და პირველი საკუთარი მოქალაქეების გულებში”.
* * *
4. “შავ ეშმაკებად” წოდებული აშშ-ის პირველი სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცები,ყოველი საბრძოლო დავალების შესრულების შემდგომ,რასაც თან უმეტეს შემთხვევბში მსხვერპლი ახლდა თან,ტოვებდნენ ფურცლებს წარწერით: “უარესი ჯერ კიდევ წინაა”.
* * *
5. ამერიკული არაალკოჰოლური სასმელის – “კოკა კოლას” ანალოგიურ (საპირწონე) სასმელს საბჭოთა კავშირში წარმოადგენდა – “ბაიკალი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესად” წოდებულმა დიდმა ქართველმა მამულიშვილმა – ექვთიმე თაყაიშვილმა, 1908 წელს – “ხვავრიელი” წელიწადი უწოდა,რადგან სწორედ იმ წელს გამოიცა გენიალური მეცნიერის “აღწერილობის” მეორე და მესამე ტომები.გარდა ამისა,მისგანვე მოიძებნა “ვეფხისტყაოსნის” მანამდე სრულიად უცნობი ხელნაწერი; მაშინ მოიძია (სანაგვიდან ამოიღო!) გიორგი ბრწინვალის დროის უმნიშვნელოვანესი ძეგლი – “ხელმწიფის კარის გარიგება; 1908 წელს გამოიცა მისი რედაქტორობით საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებული – “ძველი საქართველო” და იმავე პერიოდში გამოვიდა ექვთიმეს “საქართველოს სიძველენის” მეორე ტომი,რომელსაც მალევე მესამე ტომიც მოჰყვა.
* * *
7. “საქართველოს უგვირგვინო მეფედ” წოდებული – ილია ჭავჭავაძის საფლავზე აღმართული სულით გაუტეხელი ქართველი დედის ქანდაკება,რომელიც დასტირის თავის საუკეთესოთა შორის საუკეთესო შვილს,დამზადებული იქნა გამოჩენილი ქართველი მოქანდაკის – იაკობ ნიკოლაძის მიერ.
* * *
8. იაკობ გოგებაშვილს,რომელიც განთქმული იყო თავისი მორალური სისპეტაკითა და კეთილშობილებით,გულზე არ ეხატებოდა ისეთი ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსი,ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე,როგორიც გახლდათ – ფრენსის ბეკონი.ბეკონის შესახებ იაკობი თავის ერთ-ერთ წერილში წერდა: “განთქმული ბეკონი ერთსა და იმავე დროს იყო პირველი სწავლულიც და პირველი ეგოისტიc,საშინელი მექრთამე და საძაგელი გამცემი მეგობრისა”.
* * *
9. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ რუმინელი დიქტატორის – ნიკოლაე ჩაუშესკუს ბრძანებით,მისი ქალიშვილისა და სიძის საძინებელ ოთახში რუმინულმა სპეცსამსახურმა ფარული კამერები დაამონტაჟეს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. ლეგენდარული ტროას აღების შემდგომ ბერძენთა აღფრთოვანებულმა წინამძღოლმა მიკენის მეფემ – აგამემნონმა ღმერთებს ასძახა: “გშურდეთ ჩემი,თქვენზე ბენიერი ვარო” (ეტყობა მან არ იცოდა მისი ცოლი კლიტემნესტრა მისივე ბიძაშვილთან რომ ღალატობდადა და მალევე სიკვდილი რომ ელოდა).