ჰაინრიხ შლიმანი – “ეპიზოდი”

გერმანული ქვეყნის,მეკლენბურგის,მთის ერთი პატარა სოფლის სასაფლაოზე იდგა პატარა ბიჭი: ბიჭი იდგა ყაჩაღ ჰენიგის,მეტსახელად ბრანდეკირლის საფლავთან. (ავტორი გენია.ჯი) ჰენიგზე ხალხი ყვებოდა,რომ მას ცოცხლად დაუწვავს ვიღაც მწყემსი,შემდეგ კი დამწვარ-დანახშირებული ცხედრისათვის წიხლიც კი ჩაურტყამსო.როგორც ამბობდნენ,ამ ამბავს მისთვის უბრალოდ არ ჩაუვლია: ყოველ წელს ჰენიგის მარცხენა ფეხი,აბრეშუმის წინდითა და წაღით საფლავიდან თავისით ამოდისო.

ბიჭი იდგა და ელოდა,ფეხი კი არა და არ ჩანდა.მაშინ იგი მამას,სახელად – ერნსტს შეეხვეწა,გაეთხარა საფლავი და ენახა,რა იქნა ჰენიგის ფეხი.მამამ რაღა თქმა უნდა პატარა ვაჟს თხოვნა არ დაუკმაყოფილა.სახლში მისულს კი უამრავი ზღაპარი და ლეგენდა მოუყვა.ჰუმანისტმა ერნსტმა თავის ვაჟს ყურადღება გენიალური ძველ ბერძენი პოეტის – ჰომეროსის შედევრ ეპოსზე – “ილიადა”-ზე გაუმახვილა.მოუყვა ტროას ომის შესახებ,ულამაზეს ქალზე – ელენეზე,აქილევსზე,ჰექტორსა და პარისზე… დამწვარსა და განადგურებულ ტროაზე… რამდენიმე დღის შემდეგ,ერნსტმა ვაჟს ერერის “მსოფლიოს დასურათებული ისტორია” უსახსოვრა.იქ ერთი ასეთი ნახატი იყო: ენეასს ხელი ჩაუკიდნია შვილისათვის,ზურგზე შეუსვამს მოხუცი მამა და ასე ტოვებს ალმოკიდებულ ქალაქს.პატარა ბიჭი დიდი ინტერესითა და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა გამოსახულებას: ძლიერ ზღუდეებსა და უზარმაზარ კარიბჭეს.

- ასეთი იყო ტროა? – იკითხა მან.

მამამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- და ყველაფერი ეს მთლად დაინგრა,ისე რომ არავინ იცის,სად იდგა ეს ქალაქი?

- რა თქმა უნდა, – უპასუხა მამამ.

- არა მჯერა! როცა დიდი გავიზრდები,ტროასაც ვიპოვი და მეფის განძსაც”, – წარმოთქვა ჩაფიქრებულმა პატარა ბიჭმა,რომლის სახელი გახლდათ – ჰაინრიხ შლიმანი (1822-1890 წლები).

მას შემდეგ რამდენიმე ათეული წელი გავიდა… და შლიმანმა 1870 წელს მართლაც აღმოუჩინა კაცობრიობას ლეგენდად ქცეული ქალაქი – ტროა და უძვირფასესი სამეფო განძიც… (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>