თეინ დე ფრისის მოსაზრებები…
1. „ღმერთმა სწორედ ადამის ნეკნისაგან შექმნილი ქალი არგუნა კაცს ცხოვრების თანამგზავრად. მხოლოდ ქალს დააკისრა კაცის სიყვარულის თანაზიარობა. სიყვარულის სხვა ფორმები, სხვა გამოვლინებები ბუნების კანონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „მბრძანებელნი ფუფუნებასა და განცხრომაში არიან, ბედის ნებიერნი ოქროს გვირგვინით იმკობენ თავს, მდაბიონი კი უდრტვინველად იტანენ ჩაგვრას და ქება-დიდებას აღავლენენ მტანჯველთა მიმართ. და ვერავინ ხედავს პირდაღებული უფსკრულის პირას გამართული ორგიის უგუნურებას”.
* * *
3. „ამქვეყნად ერთმანეთშია არეული პატივმოყვარეობა, ფუფუნებისკენ სწრაფვა, მძიმე შრომა, შური, მტრობა და ღალატი – ყველაფერი ის, რის გამოც თავს იკლავს უმეცარ კაცთა მოდგმა”.
* * *
4. „ფული! ფულისაგან ემსგავსება ყველა ერთმანეთს: ხელის ჭუჭყი თვალთმაქცობის შხამით წამლავს ყველას; ხელის ჭუჭყი ასწავლის მათ, როგორ გაითამაშონ თანაგრძნობისა და შემბრალებლის როლი… ეს კედელი, ალმასივით მტკიცე კედელი, თვით ნათესავებსაც კი აშორებს ერთმანეთს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. „ასაკს გადასცილდით? მოწაფეობის ასაკს გადასცილდით? მერე, შეიძლება, ადამიანი მოწაფეობის ასაკს გადასცილდეს? მართლაც, აბა, კარგად ჩაუფიქრდით, ნუთუ არსებობს ისეთი ასაკი, როცა კაცს არაფერი აღარ აქვს სასწავლი?”
* * *
6. „უსაზღვროა გარყვნილი კაცის სურვილები!”
* * *
7. „ოჰ, ეს წვიმა! წვიმა მარადიულია! მოკვდავთა მარტოობა და არარაობა წარმავალია და მოკლებულია წვიმის სტიქიის უბრალოებასა და სისადავეს. წვიმა გარდუვალად უბრუნდება დედამიწას. ორთქლდება, ნისლად იქცევა, ღრუბლებად შეიკვრება, რომ ხელახლა მოევლინოს ხალხს და უბრალოდ დაიღვაროს დედამიწაზე”.
* * *
8. „რა საშინელი პატივმოყვარეობაა, კაცმა იფიქროს, ჩემი მშობლიური ქვეყანა სულს მიხუთავსო!”
* * *
9. „წუთისოფელი თურმე ყოვლად წარმოუდგენელი რამეებით გახლავთ სავსე და, საერთოდ, ცხოვრება საუცხოო რამ ყოფილა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
10. „ნუთუ შეიძლება, კაცმა თავის სიცოცხლეში რამდენიმე ცხოვრება განვლოს?”