ერნან კორტესი – “ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ესპანელი კონკისკადორი და ავანტიურისტი – ერნანდო კორტეს დე მონროი ი პისარო ალტამირანო (1485-1547 წლები),აცტეკთა უზამრაზარი იმპერიის საზღვრებს 11 ხომალდით მიადგა,რომელთა შორის ყველაზე დიდი ხომალდი ასი ტონა წყალწვისა იყო. (ავტორი გენია.ჯი) მეტად საინტერესოა ის გარემოება,რომ ზენიტში მყოფი აცტეკების იმპერიის დასაპყრობად ამ საოცრად თავზეხელაღებული კაცის ექსპედიცია მხოლოდ და მხოლოდ 110 მეზღვაურს, 553 ჯარისკაცს (მათ შორის 32 არბალეტის მსროლელი), 13 ზარბაზნის ოსტატს,ანუ არტილერისტს, 10 დიდ და 4 პატარა ფალკონეტს (საარტილერიო იარაღი) და 16 ცხენს ითვლიდა.თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ კორტესს არავითარი წარმოდგენა არ გააჩნდა,თუ როგორი ძლევამოსილი იმპერიის წინააღმდეგ აპირებდა გალაშქრებას,რადგან იგი ვარაუდობდა,რომ ველურ ინდიელებს ადვილად გაუსწორდებოდა მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალებით. 1519 წლის 16 აგვისტოს აცტეკების იმპერიის მომავალმა დამსამარებელმა პირველად დადგა ფეხი მისთვის სრულიად უცხო მიწაზე.ამ დროს ის იდგა შავი ხავრდის დროშის ქვეშ,რომელზედაც გამოსახული იყო წითელი ჯვარი და ოქროთი ლათინურად იყო ამოქარგული სიტყვები: “მეგობრებო,მივყვეთ ჯვარს! მორწმუნეებს ეს ნიშანი გაამარჯვებინებს”.
შემდგომ იგი წარსდგა საკუთარი თანამებრძოლების წინაშე და მათ შემდეგი სიტყვით მიმართა: “ჩვენ ბევრი არა ვართ,მაგრამ ჩვენი ძალა ჩვენს სიმტკიცეშია და თუ ის არ გვიღალატებს,ეჭვი ნუ გექნებათ: მამაზეციერი,რომელსაც ჯერ არასოდეს არ მიუტოვებია ესპანელები წარმართებთან ბრძოლაში,არც თქვენ მიგატოვებთ და დაგიცავთ,თუნდაც მტრებით იყვეთ გარშემორტყმულნი,რადგან თქვენი საქმე სამართლიანია და თქვენ იბრძვით ჯვრის წინამძღოლობით.აბა,წინ,ნუ დაჰკარგავთ რწმენას და სიმხნეს… ასე წარმატებით დაწყებული საქმე ღირსეულ დასასრულამდე მიიყვანეთ”. (ავტორი გენია.ჯი)
ნიშანდობლივი და გადამწყვეტი გახლდათ ის გარემოება,რომ კორტესი ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევდა აცტეკების 100 000-ზე მეტი მებრძოლისაგან დაკომპლექტებულ უზარმაზარ არმიასთან დაპირისპირებაში,რომ არა აცტეკებისადმი განსაკუთრებული ზიზღითა და მტრობით გაჟღენთილი ტლაშკალანელი ტომის ინდიელი ხალხი,რომელიც მან თანამებრძოლებად გაიხადა, და რომ არა აცტეკთა გაუბედავი და უნიათო მეფე – მონტესუმა II. – (ავტორი გენია.ჯი)