ბაბილონის გოდოლი
“ბაბილონის გოდოლი!”
მასზე “შესაქმეთა წიგნში” ნათქვამია: “და რქუა კაცმან მოყუასსა,თვისსა,მოვედით გამოვზილნეთ ალიზი და გამოვაცხვნეთ იგინი ცეცხლითა.და იყო მთლად ალიზი იგი ქვა და ასფალტოსი იყო მათდა თიხა. და თქვეს: “მოვედით,ვაშენოთ თავთა თვისთავის ქალაქი და გოდოლი,რომლისა თავი იყოს ვიდრე ცამამდე, და ვყოთ თავსა თვისად სახელი,პირველ განთესვისა ჩვენისა,პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა”. (ავტორი გენია.ჯი)
ძველი ებრაული მითის თანახმად,მსოფლიო წარღვნის შემდეგ ადამიანებმა განიზრახეს სენაარის მიწაზე (მესოპოტამია) ქალაქისა და ისეთი კოშკის აშენება,რომელიც ცას მისწვდებოდა.ადამიანის თავხედობით განრისხებულმა ღმერთმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე.დაუმთავრებელ ქალაქს კი ეწოდა – ბაბილონი (სახელწოდებას ლეგენდა უკავშირებს ძველ ებრაულ სიტყვას “ბალალ”,რაც – არევას აღნიშნავს).
1917 წელს დიდმა გერმანელმა არქეოლოგმა და არქიტექტორმა – რობერს კოლდევეიმ (1855-1925 წლები) უძველესი ბაბილონის ტერიტორიაზე აღმოაჩინა კოშკის უზარმაზარი საძირკველი.ის უძველესი კოშკი,რომელიც “დაბადებაში” იხსენიება და რომელიც,ჩანს,რომ მართლაც არსებობდა,ხამურაბის ეპოქაზე ადრე დანგრეულა.მის მოსაგონებლად მეორე აუშენებიათ.ნაბოფასალარი ამბობს: “მაშინ მარდუქმა ( ბაბილონური პათეონის უზენაესი ღვთაება,რომელიც ძვ.წ.აღ-ით XVIII საუკუნიდან მიიჩნეოდა ქალაქ ბაბილონის მფარველად – ავტორი გენია.ჯი) მიბრძანა,ამეშენებინა “ბაბილონის გოდოლი”,რომელიც ჩემამდე დასუსტებულა და დანგრეულა.მიბრძანა,მისი საძირკველი დამედგა ქვესკნელის მკერდზე,ხოლო თავი კი ცაში ამეყვანა”.
“ბაბილონის გოდოლი” უზარმაზარ ტერასებად ამართულიყო.გენიალური ძველ ბერძენი ისტორიკოსი – ჰეროდოტე ამბობს,რომ ის შედგებოდა ერთმანეთზე დაყენებული რვა კოშკისაგან.ყოველი ზედა კოშკი უფრო პატარა იყო,სულ ზემოთ კი თვით ტაძარი იყო მოთავსებული (სინამდვილეში სულ შვიდი კოშკი იყო და არა რვა).
კოშკი იდგა სახნის ველზე,რაც სიტყვასიტყვით “ტაფას” აღნიშნავს.ზიკურატს (ასე მოიხსენიებდნენ იმ პერიოდში განსაკუთრებულად მაღალ ტაძარ-კოშკებს) გარშემო შემოვლებული ჰქონდა კედელი,რომელსაც ეკვროდა ნსაკულტო დანიშნულების სხვადასხვა ნაგებობები.
კოშკის საფუძველს ოთხმოცდაათი მეტრის სიგანე ჰქონდა.ასეთივე იყო მისი სიმაღლეც.პირველი სართული ოცდაცამეტი მეტრის სიმაღლის იყო,მეორე თვრამეტის,შემდეგო ოთხი სართული – ექვს-ექვსი მეტრის სიმაღლე თითოეული,ყველაზე ბოლო კი,რომელიც მარდუქის ტაძარს წარმოადგენდა – 15 მეტრი სიმაღლის გახლდათ.ოქროთი დაფარული და ცისფერი მოჭიქული აგურით მოპირკეთებული კოშკი შორიდანვე ჩანდა და თითქოს ქალაქში მიმავალთ ესალმებოდა.
მაგრამ,არავითარი აღწერილობა არ შეედრება იმ სურათს,რომელსაც წარმოადგენს ტაძრის ნანგრევები!.. კოლოსალური მასივი კოშკისა,რომელიც ძველი აღთქმის დროინდელ ებრაელთათვის ამპარტავნობის განსახიერებას წარმოადგენდა,ამართულიყო დიდებულ ტაძრებსა და სასახლეებს,უზარმაზარ საწყობებსა და სხვადასხვა ნაგებობეს შორის.მისი თეთრი კედლები,ბრინჯაოს ჭიშკარი,მტკიცე ზღუდე პორტალებითა და უამრავი კოშკებით,უეჭველია,ძალის,დიდებისა და სიმდიდრის შთაბეჭდილებას ახდენდა.მთელს უზარმაზარ ბაბილონეტის სამეფოში მისი მსგავსი არა იყო რა.
ყოველ დიდ ქალაქ ბაბილონეთში თავისი ზიკურატი გააჩნდა,მაგრამ ვერც ერთი მათგანი “ბაბილონის გოდოლს” ვერც კი შეედრებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მის მშენებლობას 85 მილიონი ცალი აგური დასჭირდა.იგი ზემოდან დაჰყურებდა მთელს ოლქს.ისევე,როგორც ეგვიპტურ პირამიდებს,”ბაბილონის გოდოლსაც” მონები აშენებდნენ,რომელთაც ზედამხედველთა მათრახები მიერეკებოდნენ.ეგვიპტური პირამიდებისაგან განსხვავებით,”ბაბილონის გოდოლს” მმართველთა მთელი თაობები აშენებდნენ,პაპის დაწყებულ საქმეს შვილიშვილები აგრძელებდნენ.თუკი დანგრეულ ან გაძარცვულ პირამიდას არავინ არ აღადგენდა,ბაბილონის ზიკურატი არაერთხელ იქნა დანგრეული და შემდგომ კვლავაც აღდგენილი.”ბაბილონის გოდოლის” სულ ზემოთა ნაწილში განთავსებული ყოფილა “მარდუქის” ქანდაკება.ჰეროდოტეს ცნობით,აღნიშნული ქანდაკება ბაჯაღლო ოქროსი იყო და ტახტთან,ფეხების დასადგმელ პატარა სკამთან და მაგიდასთან ერთად 800 ტალანტს იწონიდა.თვით ტაძარში კი ყოფილა ტალანტის თავისებური ეტალონიც: ქვის იხვი,”ჭეშმარიტი ტალანტი”,როგორც მას ეწერა,იგი 29,68 კილოგრამს იწონიდა.მაშასადამე,თუკი ჰეროდოტეს დავუჯერებთ,მარდუქის ბაჯაღლო ოქროსაგან დამზადებული უზარმაზარი ქანდაკების წონა – 23 700 კილოგრამს შეადგენდა.
“ბაბილონის გოდოლის” მაღალი ქვის საფეხურებით ხალხი მეორე სართულზე ადიოდა,რომელიც დედამიწიდან 30 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა.გოდოლში არსებობდა ქურუმთათვის გადასაადგილებელი საიდუმლო შიდა კიბეები,რომლითაც მადრუქის ტაძარში იყო შესვლა შესაძლებელი.
და მაინც კოშკი,სამწუხაროდ,ბოლოს და ბოლოს დაანგრიეს.სპარსეთის მეფე ქსერქსემ მისგან მხოლოდ ნანგრევებიღა დატოვა.თუმცა ამ ნანგრევებმაც კი უდიდესი შთაბეჭდილება დატოვეს აზიაში მოლაშქრე ალექსანდრე მაკედონელზე.მისი ბრძანებით,ბაბილონის გოდოლის ნანგრევებიდან ორი თვის მანძილზე გაჰქონდათ ნაგავი მის ჯარისკაცებს. - (ავტორი გენია.ჯი)