ამონარიდები “ანა ფრანკის დღიურიდან”
“არ მჯერა ის ამბავი,თითქოს ომი მხოლოდ ხელმძღვანელი მოღვაწეების,მთავრობებისა და კაპიტალისტების ბრალია.არა,ალბათ,პატარა ადამიანებიც არიან დამნაშავენი,თორემ მთელი ხალხები არ მიიღებდნენ ომში მონაწილეობას,ადამიანში,ალბათ,იმთავითვე გამჯდარია მისწრაფება ნგრევის,მკვლელობის,ჩეხვისა და მხეცობისაკენ.სანამ მთელი კაცობრიობა არ გარდაიქმნება,არც ომები მოისპობა.ყველაფერი რაც აშენდა,შეიქმნა,გაიზარდა,ყველაფერი გაითელება,მოისპობა და კაცობრიობას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“თუ გვერდით ისეთი არავინ გყავს,ვისაც ქვეყანას ურჩევნიხარ,შეიძლება ბევრს უყვარდე და მაინც მარტოობას გრძნობდე”.
* * *
“ძველი სიმღერაა.მოახლოებულ საფრთხეს არავინ ხედავს,სანამ პირადად მას არ შეეხება”.
* * *
“შეიძლება უთხრა სხვას,გაჩუმდი! მაგრამ აზროვნება აუკრძალო,არა,არ შეიძლება.არავის არა აქვს უფლება აუკრძალოს ვინმეს აზროვნება,თუნდაც იგი ძალზე ახალგაზრდა იყოს”.
* * *
“გახსოვდეთ რამდენი უბედურება ტრიალებს ქვეყანაზე და მადლობელი იყავით,რომ თქვენც ამ დღეში არა ხართ”.
* * *
“გადით გარეთ,სუფთა ჰაერზე,გადით და ეძებეთ ბედნიერება თქვენს საკუთარ თავში და ღმერთში.იფიქრეთ რამდენი მშვენიერი რამ ხდება თქვენს სულში,თქვენს ირგვლივ და იყავით ბედნიერი!”
* * *
“რაც უნდა უბედური ვიყო,ქვეყნად მაინც არსებობს რაღაც მშვენიერი: ბუნება,მზე,თავისუფლება და ყველაფერი ის,რაც შენშია.ამას უნდა ჩაეჭიდო და მაშინ საკუთარ თავსაც იპოვი,ღმერთსაც და წონასწორობასაც შეინარჩუნებ”.
* * *
“მომეცით საშუალება ვიყო ისეთი,როგორიც ვარ და ბედნიერებისათვის მეტი არაფერი მინდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
“ძველი ნათქვამია: თუ ქრისტიანი რაიმეს ცუდს სჩადის,თვითონ აგებს პასუხს,თუ ებრაელი – დამნაშავეა ყველა ებრაელი!”
* * *
“ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე,მაგრამ არ ვიცით რატომ და რისთვის.ვცხოვრობთ იმ მიზნით,რომ ბედნიერნი ვიყოთ,ვცხოვრობთ სხვადასხვანაირად და მაინც ერთნაირად”. – (ავტორი გენია.ჯი)