იცით თუ არა,რომ
1. სიკვდილით დასასჯელ ამაზრზენ მოწყობილობას – “გილიოტინას”,ფრანგი ხალხი,ქვეყანაში განვითარებული საფრანგეთის დიდი რევოლუციის პერიოდში – “ეროვნულ სამართებელს” უწოდებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
2. გენიალური უნგრელი კომპოზიტორი,პიანისტი და დირიჟორი – ფერენც ლისტი (1811-1886 წლები),ძალიან დიდსულოვანი,თავმდაბალი,მაგრამ საშინლად ამაყი პიროვნება ყოფილა.იგი ყველაფერზე მაღლა აყენებდა ხელოვნებას,თავდავიწყებამდე უყვარდა ქალები და კონიაკი.ყველას ეხმარებოდა,თუმცა ვერ იტანდა ცრემლებს.არაფრად აგდებდა ფულს,ვისაც დახმარება უთხოვია,უარით არავინ გაუსტუმრებია,უყვარდა მაღალი საზოგადოება და აღიარებდა რელიგიის თავისუფლებას.ერთი სიტყვით რომ ვთქვათ,ფერენც ლისტი ნამდვილი ჯელტმენი ყოფილა.
3. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიის თანახმად,მას შემდგომ,რაც რუსეთის თავისუფლებასა და კეთილდღეობას შეწირული ეროვნებით ქართველი გენერალი – პეტრე ბაგრატიონი საფლავიდან ამოთხარეს,მძარცველებმა მის მუნდირზე არსებული ოქროსა და ბრილიანტისაგან დამზადებული ორდენები გაიტაცეს.ბოროტი ენები იმასაც კი ამბობენ,რომ პეტრეს თავის ქალით მძრაცველებმა – ფეხბურთი ითამაშესო.
4. როგორც ცნობილია,ქართველმა მწერალმა – დავით კასრაძემ,საეკლესიო ქორწინებისა და დაბადების სარეგისტრაციო წიგნების შესწავლის შედეგად დაამტკიცა,რომ იოსებ სტალინს ერთი წელი მომატებული ჰქონდა,რაც სინამდვილეში ბლეფი იყო.კობას ერთი წელი ქრისტეფორე ჩარკვიანმა იმისათვის მოუმატა,რომ მას სასწავლებელში სწავლის დაწყების საშუალება დროზე ადრე ჰქონოდა.
5. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის – ჰენრიხ იაგოდას ერთ-ერთ მორიგ “საყვარელ ქალს” გამოჩენილი რუსი მწერლის – მაქსიმ გორკის ვაჟიშვილის ცოლი (რძალი) – ნადეჟდა პეშკოვა წარმოადგენდა.ამბობენ – ამ ურთიერთობის შესახებ სტალინს რომ შეეტყო,იგი იაგოდას,როგორც გორკის ოჯახის გამხრწნელს – ბოლოს მოუღებდაო (აკი 1938 წელს სულ სხვა მიზეზით,თუმცა მაინც ბოლო მოუღო – ავტორი გენია.ჯი).
6. სტალინის ვაჟიშვილს – ვასილი სტალინს,ხრუშჩოვის ზეობის პერიოდში საქართველოსა და მოსკოვში ცხოვრება კატეგორიულად ჰქონდა აკრძალული.
7. ერთ-ერთ ყველაზე ქმედით პროპაგანდისტულ ტყუილად მიჩნეულია პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას გავრცელებული ცნობა იმის შესახებ,თითქოს გერმანელები არა მხოლოდ უცხო ქვეყნების ჯარისკაცების გვამებს,არამედ თავიანთი ჯარისკაცების გვამებსაც კი ამუშავებდნენ და მათგან სტეარინსა (თეთრი ფერის მაგარი ცხიმოვანი ნივთიერება,რომელსაც გამოიყენებენ სანთლებისა და საპნის დასამზადებელი ნივთიერება) და ღორების საკვებს ამზადებდნენ.აღნიშნულმა ინფორმაციამ მთელი მსოფლიოს აღშფოთება გამოიწვია და საბაბი მისცა ჩინეთს ანტანტის მხარეს გადასულიყო. 1925 წელს გაირკვა,რომ ზემოაღნიშნული ცნობა გავრცელებული იქნა ინგლისური დაზვერვის ერთ-ერთი მოხერხებული ოფიცრის მიერ.
8. პირველი რეპრესიები და უკანონობა პოსტრევოლუციურ რუსეთის იმპერიაში დაწყებული იქნა ოქტომბრის რევოლუციის მოხდენიდან მესამე დღესვე.ამ დღეს გამოცემული იქნა დეკრეტი,რომლის თანახმადაც სპეკულიანტები ხალხის მტრად ცხადდებოდნენ.რევოლუციიდან სამი თვის გასვლის შემდგომ კი,გამოიცა მეორე დეკრეტი,რომელიც ჩეკისტებს უფლებას აძლევდა სპეკულიანტები ყოველგვარი ძიებისა და სასამართლოების გარეშე ადგილზევე დაეხვრიტათ.
9. დიდი ძველბერძენი პოეტისა და დორიულ-სიცილიური კომედიის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებლის – ეპიქარმეს (ძვ.წ.აღ-ით 550-460 წლები) საფლავზე,შემდეგი სახის ეპიტაფია იყო გაკეთებული: “მკვდარი ვარ მე,მკვდარი ნეხვია და დედამიწაც სრულად ნეხვია,ხოლო,თუ დედამიწა ღვთაებაა,მაშინ მე მკვდარი კი არა,სწორედ ღმერთი ვარ”. – (ავტორი გენია.ჯი)
10. ქართველი დიდებულებიდან ოდიშის მთავარი – ლევან II დადიანი (1611-1657 წლები) პირველი იყო,ვინც არტილერიით საკუთარი ჯარის აღჭურვა მოახერხა და ამისათვის მან ტყვეობაში მყოფი ფრანგი მეზარბაზნე ხელოსანი დაიხმარა.