“დამაკვირდი”
1. ”ომისა და მშვიდობის საკითხებს საღი გონება კი არ წყვეტს,არამედ კულისებში მიმალული და ძალზე საეჭვო ზნეობის მქონე გონებაშეზღუდული ადამიანები, და ყოველდღე ხელახლა ვრწმუნდებით,რომ საჭოჭმანო,ხოლო ხშირად კი მზაკვრულ პოლიტიკურ თამაშს,რომელსაც ხალხები ჯერაც გულუბრყვილოდ ანდობენ თავიანთ შვილებსა და მყობადს,განაგებენ არა ფართო ზნეობრივი თვალთახედვისა და ურყევი რწმენის ადამიანები,არამედ მათ ყოველთვის სჯობნიან ის პროფესიული აზარტული მოთამაშენი,რომელთაც დიპლომატებს ვუწოდებთ. – ხელმარდი,ყბედი და გულცივი ოინბაზები”. – შტეფან ცვაიგი(ავტორი გენია.ჯი)
2. “რა კარგია ცხოვრება! ბუნება არასოდეს გულს არ გაგიტეხს.მოტყუება მხოლოდ ადამიანებმა იციან.ღმერთი და ბუნება არ ცრუობენ.აი,რაშია ბედნიერება!” – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი
3. “ნუთუ ის ამბავი,რომ მზე მზე არის და ღრუბლები – ღრუბლები,თავისთავად საკმარისი სასწაული არ არის? ერთადერთი უდიდესი სასწაული – ეს თვით სამყაროა,სადაც ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.ყვავილი მუდამ ყვავილად რჩება.თვით ამაშიც კი უფრო მეტი სილამაზეა,ვიდრე სანთლების ბრწყინვალებაში.ღვინო ღვინოდ რჩება,პურიც პურად რჩება.ყველა საგანი თავისთავად დიდებულია და ყველა თავ-თავის ადგილასაა.მათი ურთიერთკავშირი ძლიერი და ამაღელვებელია.მაგრამ მოკვდავნი ცდილობენ,დაარღვიონ მათი შენაწევრება: თავიანთი უსუსური შემოქმედებითი ცდებით ლამობენ შექმნილის სრუყოფას,შემოქმედთან მეტოქეობას.მაგრამ,ამის მიუხედავად,ყველაფერი ისეთივე თავის პირველქმნილ სიმარტივესა და სიცხადეს ინარჩუნებს ნიადაგ”. – თეინ დე ფრისი
4. “სიკვდილი სხვა არაფერია,თუ არა სიცოცხლის ერთგვარი გაგრძელება,ნივთიერების მარადიული გარდაქმნა,გარდაქცევა,ახალ,განუცდელ ზმანებათა ერთგავრი წნული,რომელსაც არ ახლავს გამოფხიზლების გაურკვეველი,ბუნდოვანი ხინჯი,უსიამოვნო შეგრძნება,სინდისის ქენჯნა,ფიზიკური ტანჯვა და უაზრო ნაღველი”. – (ავტორი გენია.ჯი)
5. “ხალხი გულნამცეცაა,უმეცარი,დაუნდობელი,ერთმანეთის არაფერი გაეგებათ.ცბიერებით ცხოვრობენ.ოქროს გულისთვის ტყუილს იგონებენ,ერთმანეთს ცილს სწამებენ,ხოცავენ,ღალატობენ,ხრიკებს უწყობენ.გლეხს ჭამა და ძილი უყვარს,ღმერთის ეშინია და ფულს ეთაყვანება.მის ცხოვრებას მზე და მიწა განსაზღვრავს.ის ცდილობს,მზისა და მიწისაგან ბევრი სარგებელი ნახოს,თავის სახეიროდ გამოიყენოს,მაგრამ ვერ ხედავს და არც უნდა დაინახოს მათში განსახიერებული,მათში ხორცშესხმული საოცრება”.
6. “ადამიანის პიროვნებას,მის ხასიათს,ზოგჯერ ყველაფერზე უკეთესად ნათელს ჰფენს ყოველდღიური,საყოფაცხოვრებო წვრილმანები,რაიმე ერთი წამოცდენილი სიტყვა,ყველაფერი ის,რაც ავსებს ყოველდღიურობას”. – ივანე რიბინი
7. “თუ ჩენ გვინდა მეცნიერების ნიადაგზე დავრჩეთ,უნდა გვახსოვდეს,რომ მეცნიერების პური – ფაქტებია, და ყველაზე ჩახლართულ ჰიპოთეზას მაშინ აქვს უფლება თეორია დაერქვას,როდესაც ის ფაქტებითაა განმტკიცებული”. – ოტო ლაცისი
8. “ათას მართალ ამბავს არ შეუძლია ერთხელ დაკარგული ნდობის აღდგენა”. – (ავტორი გენია.ჯი)
9. “ცუდია,როდესაც უცოდინარობას სწრაფად გამოაქვს განაჩენი”.
10. ”ცხოვრება მხოლოდ ერთხელ გვეძლევა და არაფერი არ არის ჩვენს სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი”. – ვლადიმერ უსპენსკი