როგორ გაანადგურეს რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის უზარმაზარი ტილო?!
1860 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა დიდი ნიდერლანდელი მხატვარი და ისტორული სიუჟეტების მქონე სურათების შექმნის დიდოსტატი – ჰოვერტ ფლინკი,რომელიც ცნობისათვის,გენიალური ნიდერლანდელი მხატვრისა და გრავიორის – რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინის (1606-1669 წლები) ერთ-ერთი პირველი მოწაფეთაგანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე ამსტერდამის ხელისუფლებამ ფლინკს გრანდიოზული ტილო შეუკვეთა,რომელზედაც გამოსახული უნდა ყოფილიყო იულიუს ცივილისის შეთქმულება.ამსტერდამის ხელისფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა,ქალაქის რატუშის ახალი დიდებული შენობა სახელმოხვეჭილი მხატვრების იმ სურათებით შეემკოთ,რომლებზედაც ქვეყნის ისტორიის დავიწყებული ფურცლები იქნებოდა გაცოცხლებული.
ჰოვერტ ფლინკი ვაჟკაცურად უმკლავდებოდა თავის სნეულებას,მაგრამ ბრძოლა დიდხანს არ დასჭირვებია.სიკვდილის სარეცელზე მყოფი ძალიან ცოტას ლაპარაკობდა.ამის მიუხედავად,სანამ სულს დალევდა,თავის ერთ-ერთ მეგობარს მაინც უთხრა: “ერთადერთი,ვისაც შეუძლია,ჩემთვის მოცემული შეკვეთა შეარულოს,რემბრანდტია”.
ამ ნათქვამმა ბევრი გააოცა,რადგან მრავალი წლის განმავლობაში ფლინკი თავს არიდებდა თავის ყოფილ მასწავლებელთან შეხვედრას.მის მიმართ ინტერესი აღარც რემბრანდტს გამოუჩენია.იმასაც ამბობდნენ,რომ ჰოვერტი იმ წრეს ეკუთვნოდა,რომელიც ვან დერ ჰელსტისა და მისი მომხრეების მიერ იყო გაქეზებული რემბრანდტის წინააღმდეგ და ხელს უწყობდა ამ დიდი მხატვრის განადგურებასო.თუმცა იმასაც ამბობდნენ,რომ ფლინკმა როდესაც აღსასრულის მოახლოება იგრძნო,მოხუცი მასწავლებლის ღალატის გამო სინდისის ქნეჯნა იგრძნო და უწინდელი უსამართლობის გამოსწორება ამ მეთოდით ცადაო.
ამქვეყნად ვის უნახავს,ამისთანა ამბავი საიდუმლოდ დარჩენილიყოს! არც დარჩენილა.ფლინკის ნათქვამმა მის გარდაცვალების შემდეგ ამსტერდამის ხელმძღვანელობის ყურამდე მიაღწია,რის გამოც ქალაქის მუნიციპალურმა საბჭომ ჰოვერტისადმი მიცემული შეკვეთა რემბრანდტზე გადაამისამართა.
ისევ აფუთფუთდნენ მოშურნენი.მუნიციპალური საბჭოს გადაწყვეტილებამ საზოგადოების სხვადასხვა ფენის გაოცება გამოიწვია.მაგრამ ყველაზე მეტად მაინც,თვითონ რემბრანდტი დარჩა შეთავაზებით გაოგნებული.ისე გამოვიდა,რომ მაინც მასთან მივიდნენ სათხოვნელად და შესახვეწად! (ავტორი გენია.ჯი)
ტილო სიგანით თხუთმეტ,სიმაღლით კი სამ მეტრს აღწევდა.ვან რეინი მას ნაწილ-ნაწილ,ფრაგმენტებად ხატავდა,თანაც ისე,რომ დამთავრებული ნაწილი სულ იოლად უერთდებოდა დანარჩენს.მთელ ორ თვეს გაგრძელდა შეუნელებელი შემოქმედებითი შრომის სიხარული! მუნიციპალურმა საბჭომ ავანსად დიდი თანხაც კი გაუგზავნა რემბრანდტს: ტილო,ქვეჩარჩო,საღებავები,ხატვისთვის საჭირო,ათასგვარი წვრილმანი დაგჭირდებათო!.. რემბრანდტი გატაცებით მუშაობდა.ბოლოს და ბოლოს,ხორცს ისხამდა მისი დიდი ხნის ოცნება: ქალაქის თვითმართველობის სასახლეში მისი ქმნილება იქნებოდა გამოფენილი! ბოლოს და ბოლოს,ღირსეულად დაკმაყოფილდა გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის პატივმოყვარეობა და სიამაყე.იგი ბავშვივით ამაყობდა თავისი სურათის უჩვეულო ზომებითა და ფერთა სიმდიდრით.
გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ეს უზარმაზარი სურათი ახალი რატუშის დიდ დარბაზში ტორსულ კედელზე მოათავსეს.
საბჭოს წევრები სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ.დაიწყესწ სურათის თვალიერება.ვერც ერთმა სურათს ვერაფერი გაუგო.ხან ერთმანეთს გადახედავდნენ,ხან უზარმაზარ სურათს მიაჩერდებოდნენ,ზოგიერთები გაოცებულები და ნაწყენები იჩეჩდნენ მხრებს.ბოლოს ვიღაცამ გაბედა თავისი აზრის გამოთქმა.
პირველი კრიტიკული შენიშვნის გამოთქმისთანავე რემბრანდტის ქმნილების ბედიც გადაწყდა.საერთო აზრით,მხატვარს სურათი კარგი არ გამოივიდა. (ავტორი გენია.ჯი) სახვით ხელოვნებაში გაუთვითცნობიერებელი მუნიციპალური საბჭოს წევრები აცხადებდნენ,რომ ეს სურათი კი არა,ეშმაკის შეთითხნილი,არაბუნებრივი,თანაც უკიდურესად უჟმური რაღაცაა,რამაც ისტორია დაამახინჯაო.
სამ დღეს ეკიდა იქ სურათი და საბჭოს ყოველი წევრი თავს ვალდებულად თვლიდა,საჯაროდ გამოეთქვა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება რემბრანდტის მიერ შექმნილ შედევრ-სურათზე.ბოლოს ქალაქის მესვეურებმა ბრძანეს,სურათი კედლიდან ჩამოეხსნათ.ჩამოხსნით კი ჩამოხსნეს,მაგრამ ახლა ის აღარ იცოდნენ,რა ექნათ ამ უზარმაზარი ტილოსათვის.
ხანმოკლე თათბირის შემდეგ რატუშის მსახურებს გამაოგნებელი ქმედების ჩადენა ებრძანათ: ტილო ნაწილებად უნდა დაეჭრათ.თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ რემბრანდტის შემოქმედების ყველაზე დიდი სურათის ნაწილების უმეტესობა იმათ მიერვე იქნა დატაცებული,რომლებმაც მისი განადგურების ბრძანება გასცეს.
რემბრანდტმა რომ გაიგო,მისმა დიდებულმა ქმნილებამ ქალაქის მესვეურთა დადებითი შეფასება ვერ დაიმსახურა,მაშინვე მოითხოვა,სურათი უკანვე,მისთვის დაებრუნებინათ.მაგრამ ამაზე უარი მიიღო.სირცხვილისა და ბოღმისაგან რემბრანდტმა ჭკუა დაკარგა: მისმა იმ ქმნილებამ,რომელშიც მან მთელი თავისი ოსტატობა ჩააქსოვა – მარცხი განიცადა!
ჩვენდა სამწუხაროდ,ასე გაუნადგურეს “კაცობრიობის ოქროს ფონდს” უვიცმა ამსტერდამელმა მაღალჩინოსნებმა გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის ყველაზე დიდი შედევრი-ტილო. (ავტორი გენია.ჯი)
ჰოვერტ ფლინკი