ბონავენტურა დეპერიე
ბონავენტურა დეპერიე - დაიბადა,დაახლოებით 1501 წელს საფრანგეთის ქალაქ ანრე-დე-ლიუკის კომუნაში (ბურგუნდია).იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ საიდუმლოებით მოცული ბიოგრაფიის მქონე მწერალს იმ ეპოქისა.მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობები ძალიან მწირია.ახალგაზრდულ ასაკში მუშაობდა სკოლის მასწავლებლად,ხოლო 1536-1541 წელსბში მუშაობა განაგრძო საფრანგეთის პრინცესისა და საფრანგეთის მეფის ფრანსუა I-ის დის – მარგარიტა ნავარელის,მდივნად და კამერგერად. (ავტორი გენია.ჯი) იგი მოგზაურობის დიდი მოყვარული გახლდათ და საკმაოდ ბევრსაც მოგზაურობდა,ყველაზე ხშირად კი ლიონს სტუმრობდა,რომელიც იმ პერიოდისათვის საფრანგეთის უმთავრესს კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.ბონავენტურა ძალიან კარგად ერკვეოდა ჰუმანისტურ და რელიგიურ საკითხებში,რომლებმაც მის შემოქმედებაზეც იქონია საკმაოდ დიდ გავლენა.გარდა იმისა,რომ თავადაც წერდა ნაწარმოებებს,დაკავებული იყო თარგმანებითაც და მის სახელთან არის დაკავშირებული გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსის პლატონის დიალოგების თარგმანი ფრანგულ ენაზე.გარდა ამისა,მან დაწერა რამდენიმე ფილოლოგიური ჟანრის ნაშრომი.ცნობილ ფრანგ რეფორმატორთან და მთარგმნელთან – ოლივეტანთან ერთად თარგმნა ბიბლია.მოგვიანებით ფრანგ მწერალთან ეტიენ დოლესთან ერთად მონაწილეობა მიიღო “ლათინური ენის კომენტარების” შედგენაში.1538 წელს პარიზში აქვეყნებს ლათინურ ენაზე წიგნს,სახელწოდებით “Cimbalum mundi”,რომელიც სატირული ჟანრის ნაწარმოებია და შეიცავს უამრავ ისეთ იგავებსა და ნამიოკებს,რომელთა გაშიფვრა დღემდე ვერ ხერხდება.რის გამოც ერთ-ერთ საიდუმლოებებით მოცულ ნაწარმოებად მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი) მასში მოცემულია დიალოგები კათოლიკე და პროტესტანტი ფანატიკოსებისა,რის გამოც იგი იმ პერიოდის ეკლესიამ აკრძალა და სადაც კი წააწყდებოდნენ ამ ნაწარმოებს კოცონზე წვავდნენ.1544 წელს ბონავენტურა დეპერიემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა,მის მშობლიურ ბურგუნდიაში,თუმცა მიზეზი რის გამოც ეს საშინელი აქტი ჩაიდინა დღემდე უცნობია.