თუ გადავხედავთ რუსეთის იმპერიის ისტორიას…
თუ გადავხედავთ რუსეთის იმპერიის ისტორიას, ძალზე შთამბეჭდავი სურათი წარმოგვიდგება:
პეტრე I დიდი – მოწამლეს;
ეკატერინე I – განუწყვეტელი ლოთობით იგივე გზას გაუყენეს;
პეტრე II – რომელიც იანვარში ჩუტყვავილათი გახდა ავად, ღამით ისე საიმედოდ გაყინეს, რომ გადარჩენის იმედიც კი აღარ არსებობდა; (ავტორი გენია.ჯი)
ანა იოანეს ასული – პეტრეს გარდაცვალებიდან ათი წლის შემდეგ სადილობის დროს მოწამლეს, რის შემდეგაც ტახტი დარჩა 2 თვის იოანე VI-ს, რომელიც დედითა და მამით გერმანელი იყო. ერთი წლის გასვლის შემდგომ პეტრე პირველის ქალიშვილმა ელისაბედმა მოაწყო სატახტო გადატრიალება. შედეგად იოანე დააპატიმრეს. მან საპყრობილეში 25 წელიწადი გაატარა. იოანე VI დახვრეტილი იქნა ეკატერინე II-ის ბრძანებით;
იმპერატორი პეტრე III ჯერ ტახტიდან იქნა ჩამოგდებული, ხოლო შემდგომ კი – ეკატერინე-II-ის ბრძანებით დაახრჩვეს;
პავლე I – შეთქმულებმა გამოასალმეს წუთისოფელს. შეთქმულთა შორის კი მისი ვაჟი – ალექსანდრე I-იც იმყოფებოდა;
ალექსანდრე I – არსებობს ვერსიები, რომ ისიც მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა მოგზაურობის დროს;
ალექსანდრე II – 1881 წელს ასო-ასოდ იქნა დაფლეთილი „ნოროდოვოლცების” ბომბით;
ალექსანდრე III – განუწყვეტელი ლოთობის შედეგად აღესრულა;
ნიკოლოზ II – ოჯახითურთ იქნა დახვრეტილი ლენინისა და სვერდლოვის ბრძანების საფუძველზე.
ამ საშინელი სტატისტიკის შედეგად ირკვევა, რომ ორი საუკუნის განმავლობაში მოკლული იქნა რუსეთის 12 იმპერატორი. ბუნებრივი სიკვდილით კი იმ პერიოდში გარდაიცვალა რუსეთის იმპერიის მხოლოდ ორი მმართველი – ელისაბედი და ალექსანდრე III. – (ავტორი გენია.ჯი)