იოსებ სტალინი ებრაელების შესახებ 1913 წელს წერდა…
“საქმე, პირველ ყოვლისა, იმაშია, რომ ებრაელობას არა ჰყავს მიწასთან დაკავშირებული ფართო, მყარი ფენა, რომელიც შეაკავშირებდა ერს არა მარტო როგორც ჩონჩხი, არამედ როგორც “ეროვნული” ბაზარი. 5-6 მილიონი რუსი ებრაელიდან,მხოლოდ 3-4 პროცენტია ასე თუ ისე დაკავშირებული მიწასთან.დანარჩენი 96 პროცენტი დაკავებულია ვაჭრობაში,მრეწველობაში,ქალაქის დაწესებულებებში და, საერთოდ,ქალაქში ცხოვრობს,თანაც ისე არიან მთელს რუსეთში გაბნეულები,რომ არც ერთ გუბერნიაში უმეტესობას არ წარმოადგენენ.
ამრიგად,არაეროვნულ ოლქებში აქა-იქ ეროვნულ უმცირესობად დასახლებული ებრაელები,უმთავრესად,სხვა ერებს ემსახურებიან.ყველაფერი ეს კი ეროვნებების მზარდ გადაჯგუფებებთან დაკავშირებით,რაც კაპიტალიზმის განვითარებული ფორმებისთვისაა დამახასიათებელი,ებრაელების ასიმილაციას იწვევს,”მკვიდრობის თვისების” მოსპობას შეუძლია მხოლოდ დააჩქაროს ასიმილაცია.
ამასთან დაკავშირებით,რუსი ებრაელების ეროვნული ავტონომიის საკითხი ცოტა არ იყოს კურიოზულ სიტუაციას ატარებს: სთავაზობენ ავტონომიას ერს,რომლის მომავალს უარყოფენ,რომლის არსებობა ჯერ დასამტკიცებელია”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ებრაელი ხალხის უმრავლესობას სტალინი არანაკლებ სძულს,ვიდრე “ჰოლოკოსტის” სულსჩამდგმელი მიზანთროპი – ადოლფ ჰიტლერი, და ხშირადაც ავლებენ მათ შორის პარალელს. – (ავტორი გენია.ჯი)